სუას გეგმები

ინგლისელების აზრით, მადრიდიდან დაინტერესების წამოსვლის შემთხვევაში, სუარესი „მერსისაიდელთა“ რიგებს დატოვებს.


პრემიერ ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „ლივერპულის“ საჩემპიონო შანსები მხოლოდ „ქალაქელებზეა“ დამოკიდებული.ჩემპიონატის მთავარი მეგოლის სტატუსი, უკვე კარგა ხანია გარანტირებული აქვს სუარესს, თუმცა მის წინაშე სხვა გამოწვევაც დგას - შეძლებს თუ არა მომდევნო 2 პაექრობაში 2 გოლის გატანას და კრიშტიანუს რეკორდის დამხობას (1 სეზონის განმავლობაში 31 გოლი, რაც ჯერჯერობით საუკეთესოა ინგლისის ისტორიაში).

წლეულს, ურუგვაელმა მართლაც დიდებული შთაბეჭდილება დატოვა.მისი ბურთაობა და „ლივერპულის“ აღმასვლა პირდაპირპროპორვიულია ერთმანეთთან.

სუა აცხადებს, რომ „თავს ბედნიერად“ გრძნობს ლივერპულში.მას აკმაყოფილებს თავისი სახელფასო ჭერი, გუნდის ატმოსფერო და ქომაგების პატივისცემა, თუმცა ამბიციურობიდან გამომდინარე, ყოველთვის მეტისკენ მიისწრაფვის.სამხრეთ ამერიკელის ოცნებაა „ოქროს ბურთის“ დაბევება და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაში თუ მათთვის კონკურენციის გაწევა და ამისათვის, „წითლების“ რიგებში ყოფნა საკმარისი როდია.

ბრიტანელების აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, სუარესმა ალონსოს, რონალდუს, მოდრიჩისა და ბეილის ბედი უნდა გაიზიაროს, რომლებმაც პრიმერა ლიგაში გაბწყინების შემდეგ, მადრიდულ გრანდს მიაშურეს, რამეთუ „რეალში“ გამოსვლით, უფრო მოკლე გზის გავლა მოუწევს მიზნამდე მისასვლელად.

ვარაუდობენ, რომ თუ ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე, პერესი დიდ ინტერესს გამოხატავს მის მიმართ და წინადადებით მიმართავს ლივერპულელებს, სუა აუცილებლად დათანხმდება კლუბის გამოცვლას.

ლუისი აუცილებლად იმსახურებს რონალდუსა და ბეილის გვერდით თამაშს.„ლივერპული“ დიდი კლუბია, მაგრამ „რეალი“ სხვა განზომილებაა.

Goal.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)