პარეხო : "ჩემპიონობას რეალი არ იმსახურებს"

სამეფო კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, დანიელ პარეხო გუშინდელი პაექრობის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და ინტერვიუ მისცა...


"მადრიდში გავიზარდე და ნამდვილად ძალიან მიყვარს დედაქალაქური ატმოსფერო. ვიცი, თუ რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი და გამოდიოდეს სანტიაგო ბერნაბეუზე, ამ სტადიონზე ყოველთვის დიდი ოვაციებით ეგებებიან შეგირდებს."

"მერენგებს პატივს ვცემ, თუმცა სწორი გადაწყვეტილება მივიღე აბარგების შესახებ, მე აქ სათანადოდ ვერ დამაფასეს, რადგან მთავარ გუნდში მინიმალური წუთები მაქვს ნათამაშები, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების თუნდაც მინიმუმი გამოამჟღავნო, კასტილიაში თამაში კი წინსვლას არ ნიშნავს."

"დაფასების მიუხედავად ვთვლი, რომ პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული რეალი არ უნდა გახდეს, რადგან ატლეტიკო წელს არაამქვეყნიურ სეზონს ატარებს. კლუბი რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა ხოლმე, დღესდღეობით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალშია და ლა ლიგას 88 ქულით ლიდერობს, ამას ალბათ უკიდურესი ოპტიმისტიც ვერ წარმოიდგენდა."

"ვალენსია ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც ჩემი წვლილი შევიტანე და კმაყოფილი ვარ, თუმცა დასანანად ვერ გავედით ფინალში, რამაც გული დაგვწყვიტა, ახლა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილ 2 მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ტურნირი 52 ქულით დავასრულოთ." dle 10.1

  • Hala
  • 5 მაი 2014
  • 4712
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)