რეალმა ჩელსი უარით გაისტუმრა

სამეფო კლუბმა ჩელსის წარმომადგენლებს ნათლად გააგებინა, რომ ლუკა მოდრიჩი არ იყიდიება.


ჟოზე მოურინიოს აზრით ხორვატი იდეალურად მოერგება ჩელსის და გააძლიერებს ნახევარდაცვის რგოლს. მიუხედავად განსაკუთრებულის განსაკუთრებული ინტერესისა ლუკა კმაყოფილია მადრიდული ცხოვრებით და თავს ბედნიერად გრძნობს.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩი რეალის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც კოპა დელ რეის მოგებაში, ისე ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურის მოპოვებაში. თავის მხრივ ბლანკოსმა დაუფასა ფეხბურთელს გარჯა და არ აპირებს მოდრიჩის შეძენასთან დაკავშირებით შემოსული წინადადებების განხილვას.

ლუკას ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს დამსახურებაა, სწორედ პორტუგალიელის თხოვნით შეიძინა პერესმა ის 40 მლნ. ევროდ 2012 წელს. მანამდე კი ტოტენჰემიდან მის გადაბირებას ჩელსი ცდილობდა 2011 წელს. მაშინ აბრამოვიჩი მზად იყო 50 მილიონი გადაეხადა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა კლუბის გამოცვლა.

გამომდინარე იქიდან, რომ მოუმ უარი მიიღო ყოფილი კლუბისგან, განაგრძობს ლამპარდის სრულფასოვანი შემცვლელის ძებნას, რაც არც თუ იოლი საქმეა. ერთ-ერთ ვარიანტად პოულინიო განიხილება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)