47 მატჩი, 3733 წუთი - ეს ლუკა მოდრიჩია

კარლო ანჩელოტის ფორმაციის მადრიდის "რეალში", ხორვატ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს ძალიან დიდი როლი აქვს დაკისრებული...


მოგეხსენებათ, "ვალენსიასთან" დაპირისპირებაში შუახაზელი არ იასპარეზებს, მიზეზად კი მცირე დაზიანება სახელდება.

ლუკა გადაღლილია და საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა მთავარი მწვრთნელის მხრიდან ის, რომ "ღამურებთან" ხორვატი მოედანზე არ გავა და დასვენების საშუალება მიეცემა.

სამეფო კლუბმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 34 დაპირისპირება ჩაატარა, აქედან 31-ში კი მოდრიჩი მოედანზე იყო, რაც თავისთავად ძალიან დიდი შედეგია. ფაქტიურად ანჩელოტი ხორვატის გარეშე არ თამაშობს.

ლუკამ მოედანზე 2438 წუთი გაატარა, გასაკვირია, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა მეტოქის კარის აღება, თუმცა მის ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემა გახლავთ.

იტალიელი სპეციალისტი მოდრიჩს არც ჩემპიონთა ლიგაზე ზოგავდა, მას 10 დაპირისპირებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხორვატი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც 1 გოლით იწონებს თავს, მან ასევე 2 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა, საბოლოო ჯამში მან ლიგაზე 852 წუთს მოუყარა თავი.

სამეფო თასის ეგიდით გამართული 6 შეხვედრა, 443 წუთი , 1 საგოლე გადაცემა - ავტორი : ლუკა მოდრიჩი.

საბოლოო ჯამში ხორვატი ფეხბურთელის ანგარიშზე 47 დაპირისპირება, 2 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. სტატისტიკა წუთების მხრივ შთამბეჭდავია, რასაც ვერ ვიტყვით შედეგებზე, თუმცა ვინც სამეფო კლუბის თამაშებს უყურებს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ლუკა "ბლანკოსის" ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. dle 10.1

  • Hala
  • 4 მაი 2014
  • 5114
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)