მატიე : "დაცვაში ყურადღებით თამაში გვმართებს"

ჟერემი მატიემ რეალთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისი გუნდის უკანაზელებს ბერნაბეუზე დიდი ჯაფა დაადგებათ...


"ვიცით, რომ კარლო ანჩელოტის ჩემპიონობის სურვილის შემთხვევაში ყველა დარჩენილი დაპირისპირების მოგება მოუწევს, ამიტომ "რეალი" გაორმაგებული მოტივაციით და ძალებით ითამაშებს."

"სამეფო კლუბს შესანიშნავი შეტევითი პოტენციალი აქვს, გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ ბრწყინვალე ფორმაში არიან, მათ სწორედ მაშინ აკრიფეს საუკეთესო კონდიცია, როდესაც გუნდს სჭირდებოდა, ამას ემატება კარიმ ბენზემა, რომელიც მუდმივად კარებზეა დაგეშილი."

"თამაშს ალბათ კონტრ-შეტევებზე ავაგებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მადრიდელებს თამაშის კარნახის საშუალება არ მივცეთ და მწვავე პასუხი გავცეთ ყველა შემოთავაზებულ კომბინაციას."

"ევროსარბიელის გამო ლა ლიგაში დაუგეგმავი ქულები გავანიავეთ, რამაც ფატალური შედეგები მოიტანა და ამ ეტაპზე მე-9 ადგილზე ვიმყოფებით, მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გვაქვს და იმედია შედარებით მოწინავე პოზიციას დავიკავებთ." dle 10.1

  • Hala
  • 4 მაი 2014
  • 1732
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)