გვეღირსა! იკერს პრიმერაშიც ვიხილავთ

არავის ეგონა, რომ კარიერის დასრულებამდე, იკერის ხილვა მოენატრებოდა ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში, თუმცა ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობებით.


სეზონის უფერულად და წარუმატებლად დაწყების შემდეგ, ახალმა წელმა, ახალი თავსატეხები მოუტანა მოურინიოს.2013 წლის 23 იანვარს, სამეფო თასის შეხვედრაში, არბელოას უნებლიე მოქმედებამ, კასილიასი ლაზარეთში გაუშვა.3 დღით ადრე, იკერი პრიმერას მატჩში ირჯებოდა და ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ დაახლოებით 15 თვის შემდეგ, „ვალენსიასთან“ დაპირისპირება, მისთვის უკანასკნელი იქნება ესპანეთის პირველობაზე.

მოკლედ, იკერი გამოჯანმრთელდა, მწყობრში ჩადგა, რეკორდები დაამხო, დიდებული სეივები გამოაცხო, თუმცა მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლოს უწევს ლა ლიგაზე დაბრუნება და ისიც კონკრეტული მისიით.ანჩელოტის განცხადებით, ლისაბონის ფინალამდე, კასილიასი „ვალიადოლიდთან“ გადადებულ და „ესპნიოლთან“ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივესალმოთ დამრიგებლის გადაწყვეტილებას და დავტკბეთ „ელ კაპიტანოს“ სასტარტოში ხილვით, ხოლო 24 მაისს, მასთან ერთად ვიზეიმოთ „ლა დესიმა.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)