ბეილი: „„რეალის“ დამარცხება ყველას უნდა“

„რეალის“ უელსელი შემტევი ნახევარმცველი, The Telegraph-ს ესაუბრა „ლა დესიმასა“ და მადრიდულ ცხოვრებაზე.


„როდესაც მადრიდში გადმოვედი, ბევრი მიამბეს „დესიმას“ შესახებ.აქ, საკმაოდ მომთხოვნი ფანები არიან, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით.თითოეული მოთამაშეს, რომელიც „რეალის“ მაისურს ირგებს, ევროპის პრეტიჟული ტურნირის მოგების სურვილი უჩნდება.მიმდინარე სეზონში, ახლოს ვართ მიზანთან.“

„ვიმედოვნებ, 24-ში, როგორც ჩემი, ასევე მთლიანად კლუბის ოცნება რეალობაც იქცევა.“

„არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობ, ან ვის წინააღმდეგ, ყველას „ბლანკოსის“ ძლევის განზრახვა ამოძრავებს.როგორც უკვე გითხარით, მოლოდინები საკმაოდ დიდია, თუმცა ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაღწიოთ თავი წნეხს, რაც იდეალურად გამოგვივიდა „ბაიერნთან.“სეზონის სტარტიდან დღემდე, ჩინებულად ვასპარეზობთ და ახლა უკვე, მთავარ მატჩამდე ვითვლით დღეებს.“

„რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინალში გასვლა დამაკმაყოფილებელია არ არის ჩვენთვის.საჭიროა სათამაშო გეგმის შედგენა და თასის მოგება.“

„მიუნხენელებთან დაპირისპირების წინ ცოტათი ვნერვიულობდით, რაც ნახევარფინალში ნორმალური მოვლენაა.ვფიქრობ, მწვრთნელმა სწორი ტაქტიკა შეიმუშავა და ჩვენც მაქსიმალურად ვასრულებდით მის დავალებებს.გუნდი კარგად იცავდა თავს და ხელსაყრელ მომენტებში იერიშების წარმოებასაც არ ერიდებოდა.ვიცოდით, რომ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, „ბაიერნი“ შეტევაში წავიდოდა, რითიც ვისარგებლეთ.ჩემი აზრით, „რეალმა“ იდეალური შეხვედრა ჩაატარა.მოქმედი ჩემპიონის ასეთი დამარცხება, უბრალოდ წარმოუდგენელია.“

„ბუნებრივია, პრესეზონის არქონის გამო, პრობლემები შემექმნა.გარკვეული დრო დამჭირდა ფორმის აღსადგენად და ძალების მოსაკრებად.ვგონებ, საშობაო არდადეგების შემდეგ ბოლომდე ავთამაშდი.“

„ვცდილობ, მტკიცედ ვიდგე და გავრცელებულ ხმებს ყურადღება არ მივაქციო.მადრიდში რაც შეიძლება ბევრი თასის მოსაგებად ვარ მოსული და მინდა, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ყოფნით.“

„სატრანფერო ღირებულება არ მაინტერესებს.ბედნიერი ვარ მადრიდში.“

„დარწმუნებული ვარ, ყველა მომთხოვს ფინალზე დასასწრებ ბილეთს (იცინის).“

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)