კაპელო : "რეალი სეზონის ყველაზე უსახური თამაშის გამო დაისაჯა"

Cadena-სთან ინტერვუში ფაბიო კაპელომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი აზრით, მადრიდის რეალს ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, ამიტომ ანჩელოტიმ მთლიანი კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის მეათე თასის მოგებაზე უნდა გადაიტანოს...


"სამეფო კლუბი წელს ბრწყინვალეა, მთელი სეზონის მანძილზე კოლექტივი პროგრესირებს, რაც ძალიან მახარებს, მათ დიდი შანსი აქვთ იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეათედ მოიგონ, იმედია "ბლანკოსი" ამას მოახერხებს."

"ლა ლიგაში სიტუაცია უკიდურესად რთულად არის, თუმცა ეს ბარსელონას და რეალს ეხება და არა მადრიდის ატლეტიკოს, რომელიც საკმაოდ კომფორტულად იკავებს პირველ პოზიციას."

"სეზონის პირველ რიგში სამეფო კლუბმა მადრიდული დერბი კატასტროფულად ჩაატარა, სწორედ საკუთარ სანტიაგო ბერნაბეუზე დამარცხადა "როხიბლანკოსთან" ანგარიშით 0-1. როგორც ჩანს ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩენილა, სხვა შემთხვევაში დღეს "მერენგები" პირველ ადგილზე იქნებოდნენ და არც ურთიერთშეხვედრები შეუშლიდათ ხელს."

"დიეგო სიმეონეს გუნდი ფორმის პიკშია, ეჭვი მეპარება სამიდან და ორ დაპირისპირებაში ამ კოლექტივმა ქულები დაკარგოს. გასაგებია, რომ ბოლო პაექრობას დედაქალაქელები კატალონიელებთან გამართავენ, თუმცა თუკი ისინი 38-ე ტურამდე უდანაკარგოდ მივლენ, "ბლაუგრანას" საპატიო კორიდორის გაკეთებაც მოუწევს, რადგან ატლეტიკო 1 ტურით ადრე გახდება ჩემპიონი და მატჩის შედეგს აზრი დაეკარგება."

"ანჩელოტიმ მთელი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გააკეთოს. არ ვთვლი, რომ პრიმერა დაკარგულია, თუმცა აქ შანსებს მცირე რაოდენობით ვხედავ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კი სამეფო კლუბს ნამდვილად შეუძლია გამარჯვება." dle 10.1

  • Hala
  • 3 მაი 2014
  • 8812
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)