სამი ხედირამ მისია შეასრულა

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ლაზარეთი ნელ-ნელა ხარიელდება, სემი ხედირამ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, ახლა კი გუნდთან ერთად 100%-იანი დატვირთვით ვარჯიშობს და სათამაშოდ მზად არის...


მისია შესრულებულია, გერმანელმა პირობა დადო, რომ სეზონის დასკვნით თამაშებში სრულ მზადყოფნაში იქნებოდა. უმძიმესი ოპერაციისა და არასაიმედო პროგნოზების მიუხედავად თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო, გერმანელმა მოთამაშემ შეუძლებელი შეძლო და სეზონის ბოლომდე დაბრუნდა.

მედიკოსთა ვარაუდით სამისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ისე ჩაივლიდა, რომ იგი აღდგენით პროცესში იქნებოდა, დღეს 3 მაისს კი კარლო ანჩელოტიმ მოთამაშე განაცხადში შეიყვანა.

ხედირას მუნდიალზე წაყვანა მთლიანად ბუნდესნკრების მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული, ის სავარაუდოდ დააკვირდება თუ როგორ ფეხბურთს აჩვენებს ფეხბურთელი "რეალის" შემადგენლობაში, თავის მხრივ კარლო ანჩელოტიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელი ჩვეულ ფორმაში დროულად ჩადგეს და რაც შეიძლება დიდი სამსახური გაუწიოს, როგორც რეალს, ასევე ეროვნულ გუნდს.

ნახევარმცველმა ყველას დაუმტკიცა, რომ ფეხბურთი მისთვის ყველაფერია, დაუღალავი ვარჯიშებითა და ექიმების ყველა მითითების შესრულებით ის უკვე მზად არის სათამაშოდ.

კარლო ანჩელოტიმ ვალენსიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩაბი ალონსო ვერ იასპარეზებს, მისი ადგილის დაკავების ყველაზე დიდი შანსი ასიერ ილიარამენდის ექნება, თუმცა გერმანელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ფინალამდე დარჩენილ 3 კვირაში ყველას დაუმტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ პაექრობაში ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინოს. dle 10.1

  • Hala
  • 3 მაი 2014
  • 5110
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)