"რეალი"–"ალმერია". პრევიუ

წარმოგიდგენთ "რეალი"–"ალმერიას" პრევიუს.


"ბარსელონასთან" წაგების შემდეგ მადრიდის "რეალი" არ გაუკრიტიკებიათ, რადგან მათ შესანიშნავი თამაში აჩვენეს "კამპ ნოუს" გაზონზე.

სწორედ ამ მარცხის გამო "რეალის" ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და სურთ დაამტკიცონ, რომ ეს მარცხი შემთხვევითობა იყო. ამისთვის კი მადრიდელებმა ისევე უნდა ითამაშონ, როგორც ერთი კვირის წინ.

მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს კაკა, რომელიც ტრავმირებულია და ვარჯიშობს სპეციალური პროგრამით. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ ითამაშებს. ასევე მოედანზე ვერ ვიხილავთ ლასანა დიარას, რომელმაც "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. გუნდის ლაზარეთში კაკასთან ერთად იმყოფებიან გუტი, მეცელდერი და ვან ნისტელროი.

ლასის ადგილს ცენტრში დაიკავებს ფერნანდო გაგო, რომელმაც პელეგრინის მიანიშნა, რომ "ან ითამაშებს, ან დატოვებს გუნდს". ფერნანდო უკმაყოფილოა თავისი სიტუაციით გუნდში და შესაძლოა ვერც წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში არგენტინის ნაკრებთან ერთად. შესაძლოა მან იანვარში გუნდიც კი დატოვოს.

კრისტიანო რონალდომ, რომელმაც 65 წუთი ითამაშა "ბარსელონას" წინააღმდეგ, შესაძლოა "ალმერიასთან" ძირითად შემადგენლობაში გამოვიდეს. პორტუგალიელმა აუცილებლად უნდა აღიდგინოს ფორმა და თუ მას ექიმები მისცემენ უფლებას ითამაშოს 90 წუთი, ძალიან წაადგება.

"ალმერიაც" "ბერნაბეუს" დანაკარგებით ეწვევა. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ კრუსატი და ჩიკო, რომელმაც გამოტოვა ხუთშაბათის ვარჯიში.

უგო სანჩესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდს ძალუძს აიღოს ქულები "რეალთან" მატჩში. "მადრიდში მოგება ძალიან რთულია, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

Goal.com–ს ჟურნალისტის პროგნოზი: "რეალის" მოგება 2:0. გოლების ავტორები: ხაბი ალონსო და კრისტიანო რონალდო.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 4 დეკემბერი 2009
  • 3190
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)