"რეალი" მორატას კონტრაქტს გადახედავს

ახალგაზრდა კანტერას კონტრაქტის ვადა, 2015 წელს იწურება, ამიტომაც "ბლანკოსი" მზადაა ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს მას.


პერსპექტიული ცენტრფორვარდის გარშემო საკმაოდ ბევრი ჭორი ტრიალებს და მას სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ. რამდენიმე ხნის წინ "ინტერის" პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირიმ ხმამაღლა განაცხადა, რომ მას ალვაროს სერია ა_ში გადაყვანა სურს და მადრიდელებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებს.. "ნერაძურის" გარდა, ესპანელს კიდევ რამდენიმე გრანდში ეპატიჟებიან, მათ შორის "არსენალში", "ნაპოლში" და "ბორუსიაში."

მიუხედავად დიდი ინტერესისა ფეხბურთელის მიმართ, პერესი მის დაკარგვას არ აპირებს და მზადაა კონტრაქტი გაუხანგრლივოს.

"მორატა გუნდში დიდ სამუშაოს ასრულებს. იგი ბენზემას სრულფასოვან შემცვლელად მოიაზრება და თუ საჭიროა რონალდუსაც ჩაანაცვლებს რიგ შემთხვევებში. ალვარო გუნდის განუყოფელი ნაწილია და მის დაკარგვას არ ვაპირებთ." - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

შესაძლოა მორატას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ საინტერესოა თავად ფეხბურთელი თუ დათანხმდება მადრიდულ კლუბში დარჩენას. მოგეხსენებათ, კანტერანოსი მუდმივ სათამაშო დროს საჭიროებს, ხოლო "რეალში" ძირითადად სკამზე ზის.

ახალგაზრდა თავდამსხმელის ფასი, 12 მილიონამდე მერყეობს.


Goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)