რამოსი ბომბარდირობას უმიზნებს

„ალიანც არენაზე“ ჩადენილი გმირობით, ანდალუსიელი პირველი მცველი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც დუბლის გაფორმება მაოხერხა ნახევარფინალურ სტადიაზე.


რა თქმა უნდა, სერხიოს პირდაპირ მოვალეობას კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა წარმოადგენს, თუმცა „ბლანკოსის“ ვიცე-კაპიტანს, სისხლში ნამდვილად აქვს ბომბარდირული თვისებები და ამაზე სტატისტიკაც მოწმობს.„თეთრი“ მაისურით ჩატარებულ 398 შეხვედრაში, რამოსი უკვე 48 გოლს მოითვლის (საშუალოდ 1 გოლი, ყოველ მერვე შეხვედრაში) და კლუბის ყველა დროის მეგოლე-მცველებს შორის მესამე საფეხურს იკავებს.„ოთხიანს“ 23 ბურთით უსწრებს ლეგენდარული „სამიანი“ რობერტო კარლოსი, რომელმაც 68-ჯერ თავის გამოჩენას, 369 პაექრობა მოანდომო, ხოლო ლიდერობას არავის უთმობს, ვინ თუ არა, ფერნანდო იერო (102 გოლი 510 მატჩში).ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ ამერიკელი და მალაგელი ხშირად მიდიოდნენ პენალტისა თუ ჯარიმის შესასრულებლად, ანუ მათ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ გოლის გატანისა, ვიდრე სევილიელს.

მიმდინარე სეზონში, რამოსი უკვე 4 გოლის ავტორია.აღსანიშნავია, რომ „ბაიერნის“ კარში შესრულებული დუბლი, ანდალუსიელისათვის პირველი არ არის კარიერაში.მან ანალოგიური 2008 წელს, „ლევანტესთანაც“ გააკეთა, სადაც ასევე თავური დარტყმებით დალაშქარა მეტოქე.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)