Das Ist Fantastisch!

გერმანულის აზრზე არ ვარ, Google Translate-მა კი ტერმინი "ეს ფანტასტიკურია" ასე მითარგმნა და თუ შეცდომაა მე მაპატიეთ.


მოკლედ, გუშინ მორიგი ორგაზმი განიცადა სრულიად "მადრიდის რეალმა" და სრულიად მადრიდისტებმა.

12 ჯოჯოხეთური წელი და სანატრელი ფინალი. ეს არ არის ჩემპიონობა, მაგრამ ეს ფინალია, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე , უფრო სწორად კი ჩვენს ბიჭებზე იქნება დამოკიდებული გაგვახარებენ თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ბიჭებო თქვენი ვალდებულებაა, რომ მეათე დადოთ. მორჩა და გათავდა. ბოლომდე უნდა მიიყვანოთ ის საქმე, რისკენაც გუშინ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით.

ვეცდები მიმდევრობით მივყვე ყველაფერს.

მუქარა: "ალიანც არენაზე ხეები დაიწვება, "მადრიდის რეალს" კი ნამდვილი ჯოჯოხეთი და განადგურება ელის ამ ცეცხლში"-ეს არც მეტი, არც ნაკლები რუმინეგეს სიტყვებია. ღმერთმა ყველაფერი ისე აუხდინოს რუმინეგეს, როგორც მისი ბოლო წინადადება ახდა. ცეცხლი ვიხილეთ, ჯოჯოხეთი ვიხილეთ, მაგრამ საპირისპირო მხარეს. ვნახეთ, როგორც იწვოდა ცეცხლში "ბავარია", როცა რამოსმა ნოიერს სულ ძმრად ადინა ის სიტყვები, რომელიც ამ უკანასკნელმა რამოსის მიერ თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ განაცხადა 2011/12 წლების ნახევარფინალისას. ვნახეთ, როგორ ჯოჯხეთში იყო სრულიად "ალიანც არენა" , როცა რამოსმა მეორე თავური მიართვა გერმანულ მანქანას. ვნახეთ, როგორ წავიდა ნაქები , მაგრამ ამჟამად გვარდიოლას მიერ გადაგვარებული ე.წ "გერმანული მანქანის" საქმე ერთი ადგილისკენ, როცა ბეილმა ისარივით გაჭრა შუაში მეტოქის ნახევარი და იდეალური გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთადერთი და ერთ-ერთი ვინმე, ვინც არავის არ უნახავს , არც თამაშისას და არც მის შემდეგ, მუქარის ავტორი მისტერ რუმინეგეა. ალბათ იდგა ოთახში და გაჰყვიროდა: Nein, Nein, Nein!

ათლეტური "მადრიდის რეალი": "პეპმა დაიჩივლა "მადრიდის რეალი" ნამეტანი ათლეტური გუნდია და დაღლა საერთოდ არ ეტყობათო. ბოდიში და შე თავკოტორავ გერმანიაში ხარ და გერმანულ კლუბს წვრთნი, თუ საქართველოში ხარ და წალენჯიხის "სქურია" (წალენჯიხიდან ვარ და იმიტომ მოვიყვანე მაგალითად) შენი კლუბი, როცა მეტოქე გუნდის ათლეტურობას უსვამ ხაზს? როგორი იყო ჰაინკესის "ბაიერნი"? რა, რა და სხვა თუ არაფერი, გუნდი ისე ატარებდა 90 წუთს და დამატებით წუთებს, რომ დაღლა არ ეტყობოდათ. პეპი გრძელი წინდას ხელში კი ჯერ იყო და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მთელი მეორე ტაიმი ხვნეშოდნენ, ხოლო გუშინაც კი კარგად ნახეთ ყველაფერი. მეტოქეს აკლდა ის, რისიც მეც და სრულიად მადრიდისტებს სამართლიანად ეშინოდათ. აკლდა "გერმანული სული", ბოლომდე ბრძოლის სული, გამძლეობის სული. ეს არ ჰქონდათ გუშინ ბავარიელებს, ეს დაუკარგა რატომღაც პეპმა მათ (წელს ასე ჩანს და რა იქნება მომავალ წელს, ვნახოთ). გაიხსენებთ ალბათ "ვერდერს" , მაგრამ გერმანელებს მედგარი და მებრძოლი სული ძლიერი გუნდების წინააღმდეგ აქვთ და "ვერდერს" "მადრიდის რეალს" ვერ შეადარებთ ამ მხრივ.

დაცვა: კატენაჩო ეძახეთ, მაგრამ თავად იტალიური კატენაჩოს ქართველი მიმდევრები და კატენაჩოს ქართველი მოყვარებულები გუშინ თამაშის შემდეგ და დღეს თამაშის განხილვისას პირღია ყავდა დატოვებული კარლო ანჩელოტის. დაცვამ ითამაშა ის, როგორც თამაშობს საუკეთესო გუნდის დაცვა. მეტოქეს შანსი არ ქონდა, რა თქმა უნდა, არ ვთვლი იმ ე.წ. შანსებს, რომელიც "ბაიერნს" გაუჩნდა 2:0 და 3:0 ანგარიშის შემდეგ. მიუხედავად ანგარიშისა, გუნდს ბოლომდე არ დაუკარგავს მობილიზება და ბოლომდე იყვნენ საბრძოლველად გამოსულები. მათი მოტივაციისთვის წყალი არ შეუყენებია არც ერთბურთიან უპირატესობას, არც ორბურთიანს და არც სამბურთიანს. გუნდი გამოვიდა, დადო სული-გული და მიიღო შედეგი. დაცვამ კი ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა. დავიწყოთ ფლანგებიდან: კარვახალი - არ ვიცი რა უნდა ვთქვა, იდეალური თამაში, იდეალური ბრძოლა და იდეალური დაცვა. უყურეთ თავიდან და დატკბით. გუშინდელი თამაშით საუკეთესო მცველი თავის პოზიციაზე. ბოლომდე კონცენტრირებული, ბოლომდე დაკვირვებული , ბოლომდე ჩართული, როგორც დაცვაში , ასევე თავდასხმაში. მიუხედავად მეტოქე ფეხბურთელების არაერთგზის პროვოკაციისა, ითმენდა და მოედანზე სცემდა ყველას და ყველაფერს პასუხს. გასაგებია რიბერის გაღიზიანება, ძნელია, როცა ოქროს ბურთის ნომინანტი იყავი და "ლაწირაკი" არ გახარებს შენს პოზიციაზე და უშანსოდ გიგებს. გავუგოთ , ისიც ხომ ადამიანია. ჯერ იყო და ცოლს, რომელსაც სახლში ოქროს ბურთისთვის ცალკე ოთახი მზად ქონდა, ოქროს ბურთი ვერ მიუტანა, მერე კარვახალმა გუშინ მოედანზევე თამაშიდან გამომდინარე ამოჰკრა "თეთრი" პანჩური და მოკლედ, ძნელია. რამოსი: რა უნდა თქვა ამ ტორეადორზე? რაულის, იკერის, იეროს სული გამტარებელი. ღირსეული ვიცე კაპიტანი. ელ კაპიტანოს წასვლის შემდეგ არავის არ უნდა დაწყდეს გული, ვინაიდან ასეთი კაპიტანი გვეყოლება. ვინც თამაშს უყურა, საერთოდ არ ზოგავდა თავს და თქვა კიდევაც, რომ მისთვის მთავარი ის კი არაა, რომ ფინალში ითამაშოს პირადად, არამედ ის, რომ გუნდს დაეხმაროს ფინალში გასვლაში. ორი გოლი დაუმატა ზედ ყველაფერს და პირღია დატოვა ნოიერი, რომელსაც აბუჩად ჰყავდა აგდებული 2011/12 წლებში დარტყმული თერთმეტმეტრიანების გამო. ანჩელოტიმ კი მაინც დაიზღვია თავი და მის ნაცვლად ვარანე ვიხილეთ. პეპე: კაცი ლომი, ვეფხი, მგელი, მადრიდისტა. რავიცი , რა უნდა უწოდო ხუჭუჭა პორტუგალიელს. მგელი იყო გუშინ ჰაერშიც და მიწაზეც. ნამდვილი რისხვა "ბაიერნის" თავდამსხმელებისთვის. არ ერიდებოდა არაფერს, იბრძოდა ბოლომდე და რაც მთავარია, იბრძოდა უშეცდომოდ. და ბოლოს, კოეუნტრაუ: კიდევ ერთი პორტუგალიელი. ჩამოწერილი ზოგიერთი მადრიდისტას მიერ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კოენტრაუ არ შეესაბამება "მადრიდის რეალს", მაგრამ ნურას უკაცრავად მეგობრებო. კოენტრაუმ ორ თამაშში მრისხანე "ბაიერნის" წინააღმდეგ გიჩვენათ, რომ ის საჭიროა. იდელური თამაში დაცვაში, შეტევაში. მოკლედ, კოე ყველგან იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა. კარლომ ოთხეული გამოიცნო. კარლომ ოთხეული შეკრა და კარლოს ოთხეულმა დააფარა ყველაფერი თავზე "ბაიერნის" შემტევებს.

ნახევარდაცვა: მოდრიჩი, ალონსო, დი მარია. ამ სამეულზე ვერაფერს იტყვი. გუნდი არ იყო მოწადინებული მეტოქისთვის ბურთის კონტროლში შეცილებაზე. მაგრამ როცა საჭირო იყო, სწორედ ეს სამეული იწყებდა ყველაფერს. ეს სამეული შლიდა ყველაფერს და ეს სამეული აკონტროლებდა ყველაფერს. "ბაიერნი" აკონტროლებდა ბურთს, "მადრიდის რეალი" ამ ნახევარდაცვის წყალობით კი აკონტროლებდა თამაშს. აკონტროლებდა ისე, რომ კითხვის ნიშანი არავის გასჩენია "მადრიდის რეალის" გამარჯვების შემდეგ. დი მარია, რომელსაც ანჩელოტიმ პოზიცია შეუცვალა, ბრწყინვალედ ერგება მიმდინარე სეზონში ახალ როლს და უდიდეს სამუშაოს სწევს "მადრიდის რეალის" წარმატების საქმეში. ალონსო - ბებერი მგელი, რომელიც შეცდა მარტო ერთხელ, როცა უაზროდ მიიღო ყვითელი ბარათი და უაზრობის გამო უწევს ფინალის გამოტოვება. უდიდესი შავი სამუშაო შეასრულა გუშინ ალონსომ. და ბოლოს მოდრიჩი: ხორვატი წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებს. წინა სეზონისგან განსხვავებით, როცა ბევრისთვის ეს მორიგი გადაყრილი ფული იყო, წელს მოდრიჩი შეუდარებელია. შეუდარებელია დაცვაში შეუდარებელი შეტევაში. ბრწყინვალედ ირჯება მოედანზე და ალონსოსთან და დი მარიასთან ერთად ქმნის იმ ტრიოს, რომელიც დიდწილად განაპირობებნ "მადრიდის რეალის" წარმატებას.

თავდასხნა: BBC. ბეილი არ ღირს არა 100 მლნ.? და გადაყრილია არა ეს ფული? კი მეგობრებო, კი გადაყრილია. მაგ იმედებით იყავით თქვენ. პირველი სეზონია, სრულიად მიუჩვეველი გარემო, ადაპტაცია და მიუხედავად ამისა, ბეილი მოწოდების სიმაღლეზეა, ისევე როგორც ბენზემა. გუშინ ფრანგი ბევრს მოძრაობდა, ბევრს ცდილობდა. თამაშობდა ართმევაზეც, რომელი როლიც მას კარლომ ყველასთვის მოულოდნელად დააკისრა დამატებით. მოკლედ , კარგად გაისარჯა.

კომანდორი: ჯარისკაცებო და მთელი ქვეყნის ფეხბურთზე შეყვარებულებო, წამოდექით და მიესალმეთ თქვენს კომანდორს. გატანილი გოლები? რა პრობლემაა. რეკორდები? რა პრობლემაა. შურიანები? ეგეც არაა პრობლემა. 16 გოლი, 67 საერთო ჯამში, ეს კრიშტიანო რონალდუა , რომელიც თავის ისტორიას წერს "მადრიდის რეალში". "მადრიდის რეალის" რიგებში ჩატარებულ 50 ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გატანილი 51 გოლი, რითაც მან მოხსნა დი სტეფანოს მიღწევა, რომელსაც 58 ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 49 გოლი ჰქონდა გატანილი. მორიგი სამიზნე ლეგენდარული რაულ გონსალეს ბლანკოა, რომლის ანგარიშზეც 71 გატანილი გოლია და რომელსაც რონალდუს ხელში დიდი დღე არ უწერია. არსებობდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიეცათ თუ არა რონალდუსთვის 7 ნომრიანი მაისური? დღეს ეს კითხვები არავის არ ახსოვს, იმიტომ რომ რონალდუ მას იმსახურებს და აქვს კიდევაც. სუპერმენი კრიშტიანო ლისაბონში მიემართება იმისთვის, რომ სანატრელი მეათე ასწიოს ლეგენდარულ იკერ კასილასთან ერთად.

კარლო ანჩელოტი: გენიოსი მაკარონიკი, რომელმაც დღესდღეობით ის "მადრიდის რეალი" დააყენა, რომელიც ყველა მადრიდისტას მოსწონს. არის მის "მადრიდის რეალში" იტალიური ფესვები თავისი დაცვით, არის მის "მადრიდის რეალში" "თეთრი ბალეტი" თავისი შეტევით. ეს "მადრიდის რეალია". ნამდვილი "მადრიდის რეალი", რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოეთხოვება, რომ წელს მეათე დადოს და აუხდინოს , აგვიხდინოს ყველას თეთრი ოცნება.

დიახ , გუშინ ნამდვილი გერმანული პორნო ვიხილეთ, რომელშიც "მადრიდის რეალი" მთავარ როლს ასრულებდა და რომლის ბოლოს "მადრიდის რეალმა" და სრულიად მადრიდისტებმა უდიდესი ორგაზმი განიცადეს. დიახ, ეს Das Ist Fantastisch-ია!

Hala Madrid!

დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge dle 10.1

  • shvela
  • 30 აპრილი 2014
  • 23392
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)