დი მარია : "გუნდი აღფრთოვანებულია"

მიუნხენელთა დამარცხების შემდეგ ინტერვიუს მიცემა არც არგნეტინელ ანხელ დი მარიას დაზარებია, რომელმაც გერმანიაში იდეალური თამაში აჩვენა...


"გახარებულები ვართ იმით, რომ მიზანს მივაღწიეთ, კარლო ანჩელოტის ყველა მითითება უნაკლოდ იქნა შესრულებული და შედეგი სახეზეა, ჩვენ ბერნაბეუზე 1-0 გავიმარჯვეთ, თუმცა ეს არ იყო იმდენად დამაჯერებელი შედეგი, რომ გერმანიაში თავი მშვიდად გვეგრძნო. რა ქნა მადრიდის რეალმა? სამეფო კლუბმა "ალიანც არენაზე" გაიტანა იმდენი ბურთი რამდენიც სურდა, მოახერხა ის, რაც ნაწილობრივ ვერ მოახერხა საშინაო არენაზე."

"ჩვენ მათი შიში არ გვგქონდა, თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემდით, რადგან დღესდღეობით ბაიერნი ძალიან ძლიერ ძალას წარმოადგენს როგორც გერმანიაში, ასევე მთელ მსოფლიოში. მადრიდის რეალმა ხარისხიანი და დალაგებული ფეხბურთი ითამაშა, რის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტია."

"მთელი წლის მანძილზე მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით იმისათვის, რომ მსგავსი შედეგისთვის მიგვეღწია, ძალიან გახარებულები ვართ. თითოეული ფეხბურთელი დიდ მადლობას უხდის ოჯახის წევრებს და გამარჯვებას სწორედ მათ უძღვნის."

"გერმანიაში მადრიდისტების გულშემატკივრობა დომინირებდა, ისინი საუკეთესონი არიან მთელ მსოფლიოში, ძალიან ხშირად მესმოდა ჩვენი მხარდამჭერი შეძახილები."

დაგვიმეგობრდით Instagram-ზე, ჩვენი პროფილის სახელია: halamadridge dle 10.1

  • Hala
  • 30 აპრილი 2014
  • 5841
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)