გვარდიოლა: "წავიკითხე, რომ "რეალი" უკვე ფინალშია"

პეპ გვარდიოლა ხვალინდელი შეხვედრის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.


ზეწოლა: "ნახევარფინალში ვართ. მე მყავს ფეხბურთელები და მე ვარ ის მწვრთნელი, რომლებიც ხვალინდელი თამაშისთვის მზად არიან. მინდა, რომ ალიანც არენაზე იდეალური გარემო იყოს და ყველაფერს გავაკეთებთ ლისაბონში გასამგზავრებლად."

"მადრიდის რეალი" "ოსასუნას" წინააღმდეგ: "როგორც ადრე ვფიქრობდი, ანალოგიურად ვფიქრობ დღესაც. "მადრიდის რეალი" დიდებული კლუბია. მოგებას ვეცდებით."

ფრანკ რიბერი: "არ სჭირდა იმის თქმა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის და თანაგუნდელებისთვის. მიხარია, რომ "ვერდერის" წინააღმდეგ ბოლომდე მზად მყოფი რიბერი ვიხილეთ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა მოხდება ხვალ, ყველამ ვიცით მისი მნიშვნელოვა. ის მუდამ იბრძვის გუნდისთვის, ამიტომაც უყვარს ის ხალხს და ამიტომაც არის ის "ბაიერნის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ხვალ ჩვენ რიბერი გვჭირდება."

"მადრიდის რეალის" მდგომარეობა: "არმაგონია ისინი კომფორტულ მდგომარეობაში იყვნენ. ანჩელოტი ყველაფერს გააკეთებს კლუბისთვის და ფეხბურთელებიც ბოლომდე აუბამენ მხარს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფეხბურთელი ითამაშებს, ყველა მათგანი ლისაბონში მოსახვედრას მაქსიმუმს გაიღებს. სიმართლე ისაა, რომ მათ ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ჰყავთ."

ფილიპ ლამი; "ბევრჯერ მითქვამს, რომ მას ათ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ყველაფერი დეტალებზე იქნება დამოკიდებული, შესაბამისად თამაშიდან გამომდინარე მოუწევს მას პოზიციაზე თამაში. რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებს, ის მუდამ ძალიან კარგად თამაშობს."

"მადრიდის რეალის" კონტრშეტევები: "ესაა გუნდი, რომელიც ძალიან ბევრს დარბის, საკმაოდ სწრაფები არიან. როცა ბურთს კარგავ, უკან დროზე უნდა დაბრუნდე, რაც უფრო მოშორებით დავკარგავთ ჩვენი ნახევრიდან ბურთს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. მწვრთნელმა ბევრი ვარიანტი უნდა განიხილოს. "მადრიდის რეალს" აქვს იმის უნარი, რომ თავიდანვე შეუტიოს. დიდებული გუნდია."

ანჩელოტის შემტევი შემადგენლობა: "მას დიდებული გემოვნება და ფილოსოფია აქვს, რომელიც მე მიზიდავს. მე ვიცი, რომ მათ ფილოსოფიაში და მენტალობაში არ ზის 90 წუთის მანძილზე დაცვის თამაში. მეორე საკითხია ის, რომ ისინი მე მაიძულბენ ზურგზეც ვიფიქრო."

ლისაბონში მოხვედრის შანსი: "მიზანთან ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ მაინც ჩამოვრჩებით. მე უკვე წავიკითხე და გავიგე, რომ "მადრიდის რეალი" ფინალში გასულა და მოუგია კიდევაც. ჩვენ ყველაფერს სხვანაირად ვხედავთ. დიახ, ვიცით თუ რაოდენ ძნელი იქნება ეს."

ჯოჯოხეთი ალიანცზე: "ჩვენ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. "ბერნაბეუზე" "მადრიდის რეალს" გულშემატკივრებიც ასხამდნენ ფრთებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ხვალ ჩვენები უკეთესები იქნებიან. არ სჭირდებათ მათ მწვრთნელი მოწოდება, ისინი ამას თავისით იზამენ. მათ აქვთ ეს ოცნება და დარწმუნებული ვარ, ხვალ ყველანი ერთად ავიხდენთ მას. მთავარი მაინც ფეხბურთელები არიან, რომლებას ეს მუხტი უნდა აიტაცონ და გოლი სწორედ მათ უნდა გაიტანონ. ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული."

შესაძლო ფინალი "ჩელსის" წინააღმდეგ: "არ ვფიქრობ ამაზე. მე მხოლოდ ხვალინდელი მეტოქე მადარდებს."

BBC: "არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს. "მადრიდის რეალის" ფეხბურთელთა კლასი საკმაოდ დიდია. ყველას შეუძლია შეტევა და ყველას შეუძლია დაცვა. დარწმუნებული ვარ კრიშტიანო და ბეილი ითამაშებენ, ვინაიდან ისინი ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან." dle 10.1

  • shvela
  • 28 აპრილი 2014
  • 8016
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)