გოიტომი:"ძალიან მსურს "რეალთან" ძირითადში თამაში"

ჰენოკ გოიტომი "ალმერიაში" 2009 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მალევე სერიოზული ტრავმა მიიღო. გოიტომი მხოლოდ გასულ ტურში გამოვიდა მოედანზე. მისმა გუნდმა კი შინ "ბილბაოსთან" იწვნია მარცხი 1:4.


"ალმერიას" "ჭაობიდან ამოსვლა" შესაძლოა "რეალის" წინააღმდეგ დაიწყოს "სანტიაგო ბერნაბეუზე". რა შანსები გაქვთ?

ძალიან რთულია მადრიდში თამაში, მაგრამ "ალმერია" სტუმრად კარგად თამაშობს. კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და არ გვეშინოდეს. მაშინ გვექნება შანსი.

იმედი გაქვთ, რომ პირველად ითამაშებთ ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში?

ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე ყოველდღიურად ბევრს ვვარჯიშობ. ვოცნებობდი მეთამაშა ისეთ სტადიონზე, როგორიც "სანტიაგო ბერნაბეუა", მაგრამ გუნდში 24 ფეხბურთელია, რომელთაც ასევე სურთ ძირითადში თამაში.

როგორი მოგონებები შემოგრჩათ "ბერნაბეუზე" ვიზიტების შემდეგ?

მხოლოდ კარგი. ორჯერ შევძელი თამაში და ორივეჯერ დამარცხდა ჩემი გუნდი: "მურსიასთან" ერთად წავაგე 1:0 და "ვალიადოლიდთან" 2:0.

"ალმერიამ" პრიმერაში მეასე გოლი შესაძლოა "რეალის" კარში გაიტანოს...

კალენდარში ისე მოხდა, რომ შესაძლოა ეს მოვლენა "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ მოხდეს. გოლის გატანა უნდა ვცადოთ და მივაღწიოთ დადებით შედეგს, მაგრამ კარგი იქნებოდა საიუბილეო გოლი საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გაგვეტანა.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 3 დეკემბერი 2009
  • 2202
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)