არიბასი : "ბერნაბეუზე დასაკარგი არაფერი გვაქვს"

ოსასუნელთა მცველმა, ალეხანდრო არიბასმა მადრიდის რეალთან მატჩის წინ პრესკონფენრეცია გამართა და განაცხადა, რომ ბასკურ კლუბს დასაკარგი არაფერი არ აქვს...


"სეზონი ძალიან გრძელია, გვგქონდა კარგი მომენტებიც და ჩავარდნებიც, საბოლოო ჯამში კი 35-ე ტურის თავზე გუნდი მე-15 ადგილს იკავებს რაც თავისთავად ცუდი შედეგია, თუმცა ბასკური კლუბი ყველაფერს გააკეთებს პრიმერა დივიზიონში დასარჩენად."

"ცხრილის ფსკერს მხოლოდ 3 ქულა გვაშორებს, სიტუაცია ნამდვილად საგანგაშოა მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთი დაპირისპირება მადრიდის რეალთან გველის, რომელიც პრიმერას მოგებისთვის იბრძვის და თითოეულ ქულას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს."

"ბერნაბეუზე ვიცით, რომ პატარა შანსი გვაქვს, თუმცა დასაკარგს ვერაფერს ვხედავთ, ვთვლით, რომ შეგვიძლია ნორმალური თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა. თუკი იტალიელის კოლექტივთან ვერაფერს გავხდებით, მომდევნო 3 თამაში ფინალის ტოლფასი იქნება, სადაც მოედანზე დიდი ენთუზიაზმით, მონდომებით და შემართებით გასვლა მოგვიწევს."

"მიმდინარე სეზონში არაერთი ისეთი დაპირისპირება გავმართეთ, სადაც ფავორიტებად არ ვითვლებოდით, თუმცა წარმატებას მივაღწიეთ, იმედს გამოვთქვამ არც "ბლანკოსთან" პაექრობა იქნება გამონაკლისი."

"ვთვლი, რომ დიდი მონდომებისა და მსხვერპლის გაღების შედეგად ძალიან განვვითარდი და კიდევ უფრო დიდი პროგრესის ჩვენება შემიძლია, რა თქმა უნდა, ამაში ყველა ის დამრიგებელი დამეხმარა, რომელთან ერთადაც მიმუშავია."

"გარკვეული გამოცდილება უკვე დავაგროვე, რომელსაც პირველ რიგში გუნდს მოვახმარ."

"ვალენსიასთან გამარჯვება შეგვეძლო, თუმცა ფრეს დავჯერდით და მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ, ფრე არც მადრიდელებთან იქნებოდა ურიგო. ხოლო შემდეგ უკვე სელტასთან, ესპანიოლთან და ბეტისთან ქულათა მაქსიმუმის მოპოვება გვმართებს." dle 10.1

  • Hala
  • 26 აპრილი 2014
  • 1910
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)