გვარდიოლა: "მე ეს სტილი მომწონს"

პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა.


რითმი: "როტაციაზე უნდა ვიფიქრო, ხვალ გადავწყვეტ ყველაფერს. მე ჯანმრთელი და ბოლომდე მზად მყოფი ფეხბურთელები მესაჭიროება ალიანს არენაზე, ვიანდაინ იგვე ტემპი უნდა შევთავაზოთ, რა ტემპიც მადრიდში გვქონდა. მადრიდში ვთქვი, რომ ვამაყობდი ჩემი გუნდით. არ მაინტერესებს რა მოხდება სამშაბათს, მე მომწონს ის კურსი, რომელიც ჩემს გუნდს აქვს აღებული და "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ მოსაგებად გამოვალთ."

პირველი რაუნდის შედეგი: "ყველას განსხვავებული აზრი აქვს და მე მათ აზრს პატივს ვცემ. ბევრისთვის "რეალი" ჩვენ გვჯობდა,ჩვენ, რომელბიც ვდომინირებდით მოედანზე. უფრო მეტი კუთხური მოვაწოდეთ, მეტხანს გვქონდა ბურთი, მეტჯერ დავარტყით კარში, მაგრამ მიუხედავად ამისა, გოლი ვერ გავიტანეთ. მათ ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ წინ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ შეუძლებელია "მადრიდის რეალს" ალიანს არენაზე 90 წუთის მანძილზე ერთი საგოლე მომენტი მაინც არ ჰქონდეს. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვამაყობ ჩემი გუნდით."

მისი სტილი: "მე მომწონს ეს სტილი. მიყვარს , როცა ბურთი ჩვენ გვაქვს და ეს ასეც იყო მადრიდში. გვქონდა ბურთი, გვქონდა შანსები, ვურტყამდით მეტოქის კარში, გვქონდა კუთხურები. მათ მხოლოდ და მხოლოდ კონტრშეტევები ჰქონდათ. ეს იყო და ეს. ეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რომელსაც ბეილი, დი მარია და რონალდუ ჰყავს, რომლებიც ჩვენზე სწრაფები არიან. სწორედ ეს უნდა გამოვასწოროთ. უფრო მეტი უნდა შევუტიოთ. ვიცი, რომ ჩემი ფილოსოფია არ შეესაბამება გერმანულ კულტურას, ვიცი, რომ აქ უფრო "ბორუსიას" სტილი მოსწონთ, მაგრამ მე აქ ვმუშაობ. ფილოსოფია ფეხბურთელებზეც არის დამოკიდებული. ტიტულების მოგება უკვე დაწყებული გვაქვს და სწორედ ამ ფილოსოფიით, შესაბამისად სულაც არ ვართ ცუდ ფორმაში მიმდინარე სეზონში. ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება მცდარი იყოს. მე ჩემს სტილსა და გერმანულ კულტურას შორის ბალანსი უნდა ვიპოვო."

ეფექტურობა "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ: "ყველაფრის ციფრები არსებობს. "მადრიდის რეალმა" გოლი გაიტანა, "ბაიერნმა" ვერა. უფრო ეფექტური ვინ იყო კარგად ჩანს. გვქონდა შანსები, მაგრამ შეუძლებელია 15 შანსი გქონდეს. ძალიან კარგი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამშაბათს მაინც უნდა ვეცადოთ რაღაცის შესცვლას. შეიძლება უკნიდან შევუტიოთ და კონტრშეტევებზე ავაწყოთ თამაში, ესეც გამოსავალია. დაველაპარაკები ჩემს დამხმარეებს და გადავწყვეტთ." dle 10.1

  • shvela
  • 25 აპრილი 2014
  • 8108
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)