პეპე დაპირებებს იძლევა

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი დაცვის ბურჯი, პეპე, ისევე როგორც ნებისმიერი საღად მოაზროვნე პიროვნება, ფიქრობს რომ "ნოუ კამპზე" "რეალი" გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე მოწინააღმდეგე.ბრაზილიური წარმოშობის მოთამაშე ქომაგებს პირდება, რომ სამეფო გუნდი იმავე ტემპით გააგრძელებს მომავალი მატჩების თამაშსაც.


- როგორ გრძნობს გუნდი თავს, "ბარსასთან" მარცხის შემდეგ?
- ძალზედ პრინციპული დაპირისპირება იყო.ყველამ კარგად ნახა, რომ "რეალმა" კარგად ითამაშა, თუმცა დავმარცხდით.ჩვენ ვაპირებთ მუშაობის იმავე ტემპში გაგრძელებას, როგორც ამას "ნოუ კამპზე" ვაკეთებდით.

- როგორ გამოიყურება რონალდუ, დაბრუნების შემდეგ?
- ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.როდესაც რონი მოედანზე, გუნდის შეტევითი ხაზი დიდ პოტენციალს ფლობს.

- თქვენი გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია?
- დიახ.პირადად მე 90 წუთის განმავლობაში არანაირ პრობლემას განვიცდი და ვიცი, რომ ეგრეა გუნდის უკლებლივ ყველა მოთამაშე.

პეპე დაპირებებს იძლევა


- დიდი განსხვავებაა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის?
- რასაკვირველია, ეს გუნდები საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ბოლო "ელ კლასიკომ" გვანახა, რომ სამეფო გუნდს შესწევს ძალა ლა ლიგის მოგებისათვის ბოლომდე იბრძოლოს.

- კაკა და კრისტიანი 100 პროცენტით არიან მზად?
- "რეალი" წარმოუდგენელია ამ ფეხბურთელების გარეშე.რონალდუ 2 თვიანი პაუზის შემდეგ ისევ მწყობრშია და ეცდება ძველებური ფორმის აღდგენას.რაც შეეხება რიკადოს, ის ამ ეტაპზე ლაზარეთშია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე დაგვიბრუნდება.

- რა როლს თამაშობენ გუნდში, ვდვ და გრანერო?
- ესტებანი ძალიან ნიჭიერი ფერბურთელია, მას მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს და ამიტომაც უყვარს ბურთის ტარება, ხოლოდ ვაარტი ძალიან გამოცდილი მოთამაშეა.ის ყუმბარისებულ დარტყმას ფლობს.

- რას ფიქრობ "რეალის" ახალ პროდუქციაზე (საუბარია საცვლებზე, რომელიც ახლო მომავალში სამეფო გუნდის ემბლემით გამოვა)?
- შესანიშნავია.მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მოწონებას იმსახურებდნენ ის გოგონები, რომლებიც პრეზენტაციის დროს წარმოადგენდნენ ახალ ნაწარმს.

პეპე დაპირებებს იძლევა


- "ნოუ კამპზე" რამდენიმე ეპიზოდში თქვენს გახდლით ლაზერის ობიექტი.როგორ ფიქრობ, შეიძლება ამგვარი ფაქტი "მარსელის" წინააღმდეგაც განმეორდეს?
- ვფიქრობ, ამგვარ ფაქტს ყურადღება არ უნდა მიექცეს.ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ რომელიმე ქომაგის არასახარბიელო საქციელს.სტადიონზე მოსული ქომაგები უნდა დატკბნენ თამაში ყურებით და ნაკლები დრო უნდა დაუთმონ ისეთ თამაშებს, როგორიცაა ლაზერის მოთამაშეებზე მინათება ა.შ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)