"მადრიდის რეალი" VS "მიუნხენის ბაიერნი" - წინასამატჩო მიმოხილვა

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება "მადრდის რეალსა" და "მიუნხენის ბაიერნს" შორის, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლეს. თქვენს წინაშეა თამაშის წინასამატჩო მიმოხილვა


მოწინააღმდეგის კლუბის სრული დასახელება: Fußball-Club Bayern München e. V.

მოწინააღმდეგე კლუბის ზედმეტსახელი: Der FCB (The FCB), Die Bayern (ბავარიელები), Stern des Südens (სამხრეთის ვარსკვლავები), Die Roten (წითლები)
FC Hollywood

მოწინააღმდეგე კლუბის დაარსების წელი: 1900 წლის 27 თებერვალი

პრეზიდენტი: ჰერბერტ ჰაინერი

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

საშინაო ტრიბუნა: ალიანს არენა

ტევადობა: 71 137

ჩემპიონატი: ბუნდესლიგა

მიმდინარე პოზიცია ჩემპიონატში: 1-ლი ადგილი, დროზე ადრე გახდა ჩემპიონი

თამაშის ადგილი: მადრიდი, ესპანეთი

ტემპერატურა: 16°


განცხადებები:


კარლო ანჩელოტი - "მადრიდის რეალი"


"ბევრი უნდა ვიმუშაოთ, დაცვაში მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ და თამაშის მიმდინარეობა ვაკონტროლოთ, ხოლო საკუთარი შესაძლებლობები კი მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ. ძალზედ მნიშვნელოვანი ნახევარფინალი გველის და ყველა ჩვენგან სურს, რომ ეს ტურნირი გამარჯვებით დავასრულოთ.

არ ვეცდებით, რომ მეტოქეს თამაშის საშუალება არ მივცეთ, ვეცდებით საკყთარი შესაძლებლობები მოგებისკენ მივმართოთ. ბალანსი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. მოედნის ყველა პოზიციაზე თანაბრად უნდა ვითამაშოთ.

მე მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების და მაქსიმალურად ვართ მობილიზებული ამ თამაშზე. არ ვფიქრობთ კონკრეტულ ფეხბურთელებზე, არამედ მთლიანად მეტოქეზე.

ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობთ.

პეპ გვარდიოლა - "მიუნხენის ბაიერნი"


ძალიან მიხარია, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის თამაში მიწევს და ამავდროულად ძალიან მიხარია მადრიდში ჩამოსვლა. კარგად უნდა ვითამაშოთ და ვეცდებით რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

ჩემი სტატისტიკა ბერნაბეუზე სხვა გუნდის მეთაურობით მაქვს მიღწეული და სხვა სიტუაციაში. ამას არანაირი კავშირი არ აქვს "ბაიერნთან". მოგება თუ გვინდა კარგად უნდა ვითამაშოთ. "მადრიდის რეალი" განსაკუთრებული გუნდია, რომელსაც დიდებული მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს.

იმედი მაქვს რონალდუ ითამაშებს. ჩვენ იმათ გულისთვის ვთამაშობთ, ვისაც ლამაზი ფეხბურთი ხიბლავს, ის კი საუკეთესოებს შორისაა. თუ მან არ ითამაშა , მაშინ ისინი სხვა სიტუაციაში იქნებიან. მათ შეუძლიათ ითამაშონ, როგორც 4-3-3 ასევე 4-4-2 ტაქტიკით, როგორც კოპა დელ რეის ფინალში.

ჩემპიონთა ლიგის მოგება საკმაოდ რთულია. აქ მუდამ საუკეთესო გუნდები თამაშობენ. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით.

კვირის შედეგები:


"მადრიდის რეალი"


თამაში არ ქონია.

• "მადრიდის რეალს" 16 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, როცა გარეთ ბეილის გოლის წყალობით კოპა დელ რეის ფინალში მათ "ბარსელონა" დაამარცხეს ანგარიშით 2:1

"მიუნხენის ბაიერნი"


შაბათი: "ეინტრახტ ბრაუნშიგერი" - "ბაიერნი" 0:2 (პიზარო 75', მანჯუკიჩი 86')

სასტარტო შემადგენლობა: Raeder; Lahm (Weiser 87), Dante, Javi Martínez, Boateng; Schweinsteiger, Robben (Mandžukić 73), Højbjerg, Götze, Ribéry (Müller 73); Pizarro.

გუნდის ამბები:


"მადრიდის რეალი"


კრიშტიანო რონალდუ მუხლის ტკივილის გამო რამოდენიმე თამაშია, რაც არ თამაშობს, კონკრეტულად კი 2 აპრილის შემდეგ. ბეილს გრიპი აქვს და მისი თამაში ეჭვქვეშ დგას, მარსელო ტრავმირებულია და გამორიცხულია ბრაზილიელის თამაში. ალვარო არბელოა და ხესე როდრიგესიც ტრავმირებულნი არიან.

"მიუნხენის ბაიერნი"


ტიაგო ალკანტარა , დიეგო კონტენტო და შაქირი მონაწილეობას ვერ მიიღებენ მადრიდში გასამართ შეხვედრაში. მანუელ ნოიერმა ბოლო შეხვედრა გამოტოვა ტრავმის გამო.

მსაჯთა ბრიგადა:


მსაჯი: ჰოვარდ ვები (ENG)

დამხმარე მსაჯები: მიჩელ მულარკევი(ENG) , დარენ კანი (ENG)

დამატებითი დამხმარე მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ENG) , ანტონი ტეილორი (ENG)

მეოთხე მსაჯი: სტეპან ჩილდი (ENG)

უეფას დელეგატი: ჯაქუის ანტენენი (SUI)

უეფას მსაჯთა დამკვირვებელი პერლუიჯი კოლინა (ITA)

მატჩის ფაქტები


"მადრიდის რეალი"


უეფას სტატისტიკა


• ასიერ ილარამენდის, სერხიო რამოსს და ხაბი ალონსოს თითო ყვითელი ბარათი აკლიათ დისკვალიფიკაციამდე.

• "მადრიდის რეალი" ტურნირის ყველაზე გამტანი გუნდია 32 გოლით.

• კრიშტიანო რონალდუს 14 გატანილი გოლი აქვს , რაც ლიონელ მესის მიერ 2011/12 წლებში გატანილი გოლების რაოდენობის ტოლია. რონალდუს საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე 64 გატანილი გოლი აქვს დაგროვილი.

• "მადრიდის რეალის" სარეკორდო მიღწევა ზედიზედ 34 მატჩში გოლის გატანის მხრივ დასრულდა მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "დორტმუნდის ბორუსიას" წინააღმდეგ.

ძირითადი ინფორმაცია


• ბეილის სოლო გოლმა კოპა დელ რეის ფინალში "მადრიდის რეალს" მე-19 სამეფო თასის ტიტული მოუტანა

• მარტის ბოლოს ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კარლო ანჩელოტის შეგირდებს თამაში არ წაუგიათ და სამ შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხეს.

• ხესე როდრიგესი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იუქმებს მუხლზე 18 მარტს მიღებული ტრავმის შემდეგ. ალვარო არბელოა და სამი ხედირა მუხლის პრობლემების გამო ტოვებენ შეხვედრას.

• რონალდუს, რომელსაც ბოლო 44 შეხვედრაში კლუბის და ნაკრების შემადგენლობაში 54 გოლი აქვს, საიდანაც ხუთი ჰეთრიკი, 2 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

• "მადრიდის რეალის" რეკორდი, რომელიც მოიცავდა ზედიზედ 34 უეფას შეხვედრაში გატაანილ გოლს, შეწყდა 1/4 ფინალში დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ

"მიუნხენის ბაიერნი"


უეფას სტატისტიკა


• "მანჩესტერ იუნაიტედის" 10 მატჩიანი მოგებათა სერია უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაშებში, რომლითაც გააუმჯობესეს ანალოგიური მაჩვენებელი , რომელიც "ბარსელონამ" 2002/03 წლებში დაამყარა, შეწყვიტა "მანჩესტერ სიტიმ"

• ხავი მარტინესი და ბასტიან შვაინსტაიგერი 1/4 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრის გამოტოვების შემდეგ მოედანს უბრუნდებიან. მარიო მანჯუკიჩი დისკვალიფიკაციას იხდის.

ძირითადი ინფორმაცია


• ბაიერნის 53 მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში, რომელმაც სტარტი 2012 წელს აიღო, "აუგსბურგთან" 5 აპრილს განცდილი 0:1 მარცხით დასრულდა,

• ბაიერნმა 14 აპრილს განაცხადა, რომ "ფრანკფურტის" ნახევარმცველი სებასტიან როდე ზაფხულში ბავარიულ კლუბს ოთხ წლიანი კონტრაქტით შეუერთდება. dle 10.1

  • shvela
  • 23 აპრილი 2014
  • 2623
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)