კლოპი : "ბაიერნი ყველას უძლეველი ჰგონია, თუმცა ეს ასე არ არის"

დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე თანაბარი შანსები აქვთ...


"რა თქმა უნდა გვარდიოლას ძალიან ძლიერი კოლექტივი ჰყავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კლუბის დამარცხება არავის შეუძლია."

"ბევრი საუბარი მიმდინარეობდა იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ დაფიქსირებული შედეგი (ბაიერნი 0-3 დორტმუნდი) მხოლოდ იმის ბრალი იყო, რომ მიუნხენელებს სატურნირო თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ, თუმცა ეს რა თქმა უნდა დიდი აფსურდია, რადგან ეს ორი კოლექტივი ერთმანეთთან ყოველთვის ბოლომდე იხარჯება."

"ბაიერნის დამარცხება ნებისმიერ დროს შეიძლება, მთავარი ჭკვიანური თამაში და გააზრებული ტაქტიკა გახლავთ. არ ვთვლი, რომ "წითლები" ევროპის მასშტაბით ყველაზე ძლიერები არიან."

"რეალი დიდი გუნდია, თუმცა დორტმუნდთან მატჩში მათ ბევრი სისუსტე გამოავლინეს, საკუთარ მოედანზე უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო, სწორედ ამიტომ შეხვდებიან ერთმანეთს მადრიდი და მიუნხენი, სხვა შემთვევაში ნახევარფინალში სწორედ ჩემი გუნდი იასპარეზებდა."

"შანსებს 50-50-ზე ვანაწილებ და ვთვლი, რომ გამარჯვებული ის კლუბი დარჩება, რომელიც უკეთ მოემზადება ორივე დაპირისპირებისთვის."

"ბარსელონაში გადასვლა? თუ ოდესმე იქ მოვხვდები, ჩემი დიდი კონკურენტი რა თქმა უნდა "ბლანკოსი" იქნება, თუმცა კატალონიაში გადაბარგებას გამოვრიცხავ. 2008 წლიდან ბორუსიელთა მწვრთნელი ვარ , ჩვენ დიდი გეგმები დავსახეთ და განვახორციელეთ კიდეც. ვგონებ, მოვა დრო როდესაც დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში მოგვევლინება, ჩვენ ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს."

"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თუნდაც პრესაში კითხულობ ინფორმაციას შენს თავზე და გიკავშირებენ ისეთი კლუბის სახელს, როგორიც ბარსელონა გახლავთ, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ და დიდი ამბიცია მაქვს." dle 10.1

  • Hala
  • 20 აპრილი 2014
  • 4457
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)