ფაბიო კანავარო

მინდა შემოგთავაზოთ 2006 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის, იტალიელი ფაბიო კანავაროს ბიოგრაფიული მონახაზი.


მიუხედავად მისი მცირე სიმაღლისა (176 სმ), კანავარო ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცველად 1990 და 2000 წლებში. თავისი კარიერის მანძილზე მან ითამაშა Serie A-ს ოთხ კლუბში. ესენია: "ნაპოლი" (1992-1995), "პარმა" (1995-2002), "ინტერი" (2002-2004) და "იუვენტუსი" (2004-2006,2009). "იუვენტუსში" იგი დაუბრუნდება თავის ყოფილ პარტნიორებს, ლილიან თურამს და ბუფონს. მათ შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაცვითი ხაზი იტალიაში, ამის წყალობით კანავარომ მოახერხა პირველი "სკუდეტოს" მოგება.

კანავარომ და ნესტამ იტალიის ნაკრებში ჩამოაყალიბეს ერთ-ერთი უძლიერესი დაცვის ხაზი. კანავარო ცნობილია, პირველ რიგში, მისი უნარით "წაიკითხოს თამაში". იტალიის ნაკრებში კანავარომ ჩაატარა 111 მატჩი, მის შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე 1998, 2002 და 2006 წლებში, ევროპის ჩემპიონატზე 2000 წელს და 2004 წელს. 100-ე მატჩი ეროვნულ ნაკრებში მომგებიანი აღმოჩნდა რადგან, 2006 წელს იტალიის ნაკრებმა შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. აღნიშნულ შეხვედრაში კანავარო ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ფაბიო კანავარო


2006 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც "იუვენტუსი" გაიგზავნა Serie B-ში, კანავარო გადავიდა "მადრიდის რეალში" ბრაზილიელ ემერსონთან ერთად. ფაბიო კანავაროს ძმა პაოლო კანავაროც ცენტრალური მცველია. იცავს "ნაპოლის" ღირსებას. ძმები 2000-2002 წელს თამაშობდნენ ერთად "პარმაში", რის შემდეგაც ფაბიო გადავიდა "ინტერში".

2006 წლის 27 ნოემბერს ფაბიო კანავაროს მიენიჭა "ოქროს ბურთი". 18 დეკემბერს, მან მიიღო ტიტული საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში 2006 წელს.

2011 წლის 9 ივლისს კანავარომ გამოაცხადა რომ, მისი კარიერის დასასრული მოვიდა, მიზეზი კი მუხლის ტრავმა აღმოჩნდა.

2012 წელს მიიღო კვალიფიკაცია, როგორც "პროფესიონალი მწვრთნელი მეორე კატეგორიაში." ეს შესაძლებელი გახდა სპეციალური კურსების წყალობით, რომელიც Seria A-ს ვარსკვლავმა 2012 წლის ზაფხულში გაიარა.

მიღწევები:
მსოფლიოს ჩემპიონი: 2006 წელს
ვიცე ევროპის ჩემპიონი: 2000 წელს
უეფას თასის მფლობელი: 1999 წელს
იტალიის თასის მფლობელი: 1999-2000 წელს
იტალიის სუპერთასი: 1999 წელს
ევროპის ჩემპიონი U21: 1994-1996 წელს
საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში (FIFA-ს ვერსიით): 2006 წელს
საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში ("World Soccer"-ის ვერსიით): 2006 წელს
"ოქროს ბურთი"-ის მფლობელი Best Player in Europe: 2006 წელს
"Silver Ball" მფლობელი: 2006 წელს
იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2006 წელს



ეს არის ჩემი პირველი სტატია ჰალამადრიდ.გეზე! იმედია მოგეწონებათ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)