დი მარია : "მესის ტყუილად ებრძვიან"

ანხელ დი მარიას განცხადებით, ლიონელ მესის ტყუილად აკრიტიკებენ, რადგან პატარა ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს და ამაში საგანგაშო არაფერია...


"ჩემმა თანამემამულემ ოქროს ბურთი ოთხჯერ მოიგო და ხალხი მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე დგომას მიაჩვია, აქედან გამომდინარე არ მიკვირს, რომ მას კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა, თავს თუმცა ვთვლი, რომ მას ტყუილად ებრძვიან."

"ლიონელი უდიდესი ფეხბურთელია. მისი წარუმატება მთლიანად გუნდზეა დამოკიდებული, წელს ბარსა ვერ გამოიყურება ისე, როგორც ადრე, თუმცა არაფერს ნიშნავს. შარშანდელი სეზონი ჩვენც უტიტულოდ დავასრულეთ, კატალონიელებს კი ლა ლიგის მოგების შანსი ახლაც აქვთ, მაგრამ "ბლანკოსი" ყველაფერს გააკეთებს პირველი ადგილის მოსაპოვებლად."

"სამეფო თასის ფინალის შემდეგ ლიონელს ვესაუბრე, ის სიმშვიდეს ინარჩუნებს და მუშაობას აგრძლებს, მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოგვარებადია."

"რეალმა ძალიან კარგად იცოდა თუ როგორ უნდა ეთამაშა, მთლიანად ბარსელონასა და მესის წინააღმდეგ, სწორედ ამის ხარჯზე გავხდით ჩემპიონები, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ ბევრი შანსი ჰქონდათ, რომლის გამოყენებაც ვერ მოახერხეს."

"არ ვფიქრობ, რომ არგენტინელ ლომს რთული დრო უდგას, ის კიდევ ბევრჯერ იტყვის საკუთარ სიტყვას მსოფლიო ფეხბურთში." dle 10.1

  • Hala
  • 18 აპრილი 2014
  • 4164
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)