გიგსი : "არ გამკვირვებია, რომ კლასიკო ბეილმა მოიგო"

ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელის, რაიან გიგსის განცხადებით, მადრიდელთა გუშინდელი ტრიუმფი მთლიანად გარეთ ბეილის "კისერზეა", რადგან მისმა თანამემამულემ უბადლოდ ითამაშა...


"გუშინდელ დაპირისპირებას თვალ-ყური ვადევნე. ზოგადად, "ელ კლასიკო" ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, რადგან პაექრობა ინტრიგებით სავსეა, ეს კლუბები ერთმანეთს ოდითგანვე ემტერებოდნენ."

"თასის აღმართვას თავიდან ბოლომდე გარეთ ბეილს მივაწერდი, რომელმაც ბარსელონას მცველებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. მთელი 90 წუთის მანძილზე გარეთი არ გაჩერებულა, მასთან თამაში და მის ტემპზე აყოლა კი უდიდეს ენერგიულ რესურსთან არის დაკავშირებული."

"კრიშტიანო რონალდუს არყოფნაში ბეილს უნდა დაემტკიცებინა, რომ მასში გადახდილი თანხა წყალში არ არის გადაყრილი და იგი კოლექტივისთვის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენს."

"ვულოცავ ჩემ მეგობარს პირველ მადრიდულ ტიტულს. დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როდესაც გარეთი ოქროს ბურთი მფლობელი გახდება, მომდევნო სეზონში მისგან კიდევ უფრო მეტს ველი."

"უელსის ნაკრებს მადრიდელთა შემტევის სახით დიდი ფეხბურთელი ჰყავს, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს საკუთარი ქვეყნის გუნდის წარმატებისთვის ევროპულ სარბიელზე." dle 10.1

  • Hala
  • 17 აპრილი 2014
  • 3362
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)