რელანიო: "რეალი" უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი"

კლასიკოზე ალფრედო რელანიომაც ისაუბრა.


"რეალი" და "ბარსელონა" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს ომი არასდროს დამთავრდება. მათ ერთმანეთში 227 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს და ბალანსი შემდეგნაირადაა: 90-48-89. "რეალს" ერთით მეტი გამარჯვება აქვს, ვიდრე "ბარსელონას", ხოლო ეს შეხვედრა 48-ჯერ დასრულდა ფრედ. როგორც ხედავთ, ფაქტობრივად თანაბარია. ამ ორიდან ხან ერთი დომინირებდა, ხან მეორე. ახლა კი ისე მოხდა, რომ თითქმის გათანაბრდა. ორი გიგანტი ესპანეთის ორ სხვადასხვა ქალაქში დაიბადა.

3 წლის წინ "კოპა დელ რეის" ფინალი ამ ორმა გუნდმა ზუსტად იგივე სტადიონზე ითამაშა, მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. მოურინიოს და გვარდიოლას, ისევე როგორც მათ გუნდებს, საუკეთესო დრო ედგათ. მოურინიომ "რეალი" მანქანად გარდაქმნა, რომლის მთავარი იარაღიც რონალდუ იყო. გვარდიოლამ კი შექმნა ერთიანი, დახვეწილი გუნდი. იმ ფინალში კრიშტიანუმ საბოლოო გარდატეხა შეიტანა და სამეფო კლუბი სამეფო თასს დაეუფლა. ობიექტურად, იმ დროს, "რეალი" და "ბარსელონა" მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი იყო. ახლა ისინი მცირედით ქვევით ჩამოვიდნენ. "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, ესპანეთში კი "ატლეტიკო" ბატონობს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდებულ ფინალს უნდა ველოდოთ. "რეალი", მიუხედავად რონალდუს ტრავმისა და "დორტმუნდთან" მარცხისა, მოედანზე უფრო ოპტიმისტურად გამოვა. საჭიროა მარტინოს უთხრან გამოასწოროს მესი, რომელიც მოედანზე დადის და არაფერს აკეთებს, თუ თანაგუნდელებმა არ შეუქმნეს მომენტი. მესი "ბარსას" ერთადერთი პრიორიტეტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ბლანკოსს" რონალდუ დააკლდება."

წყარო: As dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)