პუიოლი : "ბარსელონა მზად არის მორიგი გამარჯვებისთვის"

კატალონიური კლუბის ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მაქსიმალურად იხარჯება იმისათვის, რომ მესტალიაზე გასამართ შეხვედრას მზადყოფნაში შეხვდეს...


"ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ვართ და გვჯერა, რომ მადრიდის რეალთან მორიგ გამარჯვებას მოვიპოვებთ, ჩვენ მათი დამარცხება მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ მოვახერხეთ, თუკი ახლაც გავიმარჯვეთ დიდი ბედნიერება იქნება, რადგან თასის აღებასაც მოვახერხებთ."

"ელ კლასიკოს დიდი დატვირთვა აქვს, სამეფო თასის მოგების შემთხვევაში ლა ლიგაშიც კიდევ უფრო დამაჯერებლები გავხდებით, იქ სიტუაცია მეტისმეტად დაძაბული გახლავთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ."

"არ ვიცი შევძლებ თუ არა თამაშს, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სასტარტო თერთმეტეული სრული კონცენტრაციით ითამაშებს."

"ვალენსიაში დიდ ფინალს ველი, ეს იქნება მატჩი, სადაც ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და საკუთარი კლუბის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, გულშემატკივრების იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ თითოეული "ბლაუგრანელი" მხურვალედ დაგვიჭერს მხარს." dle 10.1

  • Hala
  • 16 აპრილი 2014
  • 1793
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (131)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)