ფინალების ოსტატი მეკარე

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო კარის დარაჯმა, 7 ფინალურ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილება „რეალის“ მაისურით.


„კოპა დელ რეის“ მომავალი ფინალი „ბარსელონასთან,“ კასილიასისთვის მე-8 გამოდგა „ბლანკოსის“ რიგებში, ხოლო მისი პირველი საპასუხისმგებლო თამაში, 2000 წელს დაფიქსირდა, როდესაც 19 წლის იკერმა, „სტად დე ფრანსზე“ თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა „ვალენსიას“ განადგურება (3-0) და ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტიტული.

ამას მოჰყვა, ზედიზედ 2 წაგებული ფინალი, ერთი ევროპის სუპერ თასზე „გალათასარაისთან,“ ხოლო მეორე „ბოკა ხუნიორსთან“ საერთაშორისო თასზე.

2 სეზონის შემდეგ, კასილიასს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ფინალის გამოტოვება ემუქრებოდა, თუმცა სეზარის დამტვრევის გამო, „ლევერკუზენთან“ მატჩში, სათადარიგოდან ჩაერთო საქმეში.იკერს დიდი დრო არ გაუტარებია მოედანზე, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი სასწაულებრივი სეივების დამსახურებაა მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად, „რეალის“ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა, რასაც წარმატება მოჰყვა ევროპის სუპერთასსა და საერთაშორისო თასზე

გუნდის კრიზისიდან გამომდინარე, კასილიასმა შემდეგი ფინალში მხოლოდ 2011/12 წ.წ. სეზონში მიიღო მონაწილეობა.„მესტალიაზე“ შემდგარ პაექრობაში, „თეთრებმა“ მინამლური ანგარიშით დაამარცხეს კატალონიელები (1-0).

კასილიასის გარეშე, მადრიდელებმა 3 ფინალი ითამაშეს და წამივე წააგეს: 2001/02, 2003/04, 2012/13 წ.წ. სეზონებში (სამივე სამეფო თასზე).

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, „წმინდა“ კასომ „ფურია როხას“ 4 ფინალში გამოიყვანა, საიდანაც 3 მათი გამარჯვებით დასრულდა (2 ევროპა და 1 მსოფლიო), ხოლო 1 მარცხით (კოფედერაციის თასზე.)

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)