კასილასი: "გამარჯვება გვსურს"

გთავაზობთ კასილასის წინასამატჩო პრესკონფერენციას.


"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა თასი მოვიგოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იქნება მარტივი. გვჯერა, რომ "კოპა დელ რეის" მოგება შეგვიძლია. 8 თვის შრომამ შედეგი გამოიღო. გუნდი თითოეულ ფეხბურთელზეა დამოკიდეუბული, ყველას უდიდესი როლი აკისრია. წინ "კოპას" ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები და ლა ლიგის დარჩენილი თამაშებია. სამივე ტიტულის მოგება გვინდა, მაგრამ ახლა უმთავრესი ფინალია. ვიბრძოლებთ იმისთვის, რათა სეზონში პირველი ტიტული მოვიგოთ."

"მადრიდის "რეალი" მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არაა, მაგრამ ის უდიდესი ძალაა. ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. ძალიან დაგვაკლდებიან ხესე, არბელოა, მარსელო და რონალდუ. მწვრთნელი ხვალ იმ ფეხბურთელებს დააყენებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა და მათ ანჩელოტის იმედები არ უნდა გაუცრუონ. ვისურვებდი, 24 ვყოფილიყავით, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა."

"2011 წელს ჩვენ უკვე მოვუგეთ ფინალში "ბარსას". რევანში ასაღები ორივე გუნდს გვაქვს. ვფიქრობ, თუ ჩემპიონები გავხდებით, ამ ორ გუნდს შორის არაფერი შეიცვლება. ვიმედოვნებ, 2011 წლის ფინალი განმეორდება."

"გასულ კვირაში "ბარსამ" ძალიან ცუდი თამაში აჩვენა, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ხვალ სრულიად განსხვავებული "ბარსელონა" და "რეალი" შეხვდებიან ერთმანეთს. ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს."

"რაც შეეხება მსაჯს, მე ყოველთვის მომწონდა მატეუ. მას განსხვავებული სტილი აქვს. მივცეთ მსაჯს საშუალება, მშვიდად იმსაჯოს. მე არ ვაპირებ მატჩის შემდეგ მსაჯებზე საუბარს."

"მესიზე არ ვნერვიულობ. მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე ვფიქრობ, კატალონიელებმა კი საკუთარ ფეხბურთელებზე იზრუნონ. თამაშისთვის მზად ვართ. ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ და დავამარცხოთ მეტოქე."

"არ ვფიქრობთ წაგებაზე. მწვრთნელი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოტივაცია შეგვმატოს და გაგვამარჯვებინოს. ამ სეზონში მათ წინააღმდეგ 2-ვე თამაში დავთმეთ, ახლა კი ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს."

წყარო: Marca dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)