სალგადო : "რეალი არც ისე ხელსაყრელ სიტუაციაშია"

მიჩელ სალგადო, რომელიც წლების მანძილზე ამაგრებდა სამეფო კლუბის დაცვის მარჯვენა ფლანგს, ჟურნალისტებს შეხვდა და საკუთარი აზრი გაუზიარა...


"ანჩელოტიმ გუნდში რევოლუცია მოახდინა, კოლექტივი აბსოლუტურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, რადგან იტალიელი სპეციალისტი დიდ ყურადღებას ბურთის ფლობას უთმობს, რასაც ვერ ვიტყოდით ჟოზე მოურინიოზე, რომლისთვის მთავარი შეტევის სწრაფად განვითარება გახლდათ."

"არ ვთვლი, რომ "ბლანკოსი" ხელსაყრელ სიტუაციაში იმყოფება. პირველ რიგში გუნდს ურთულესი კალენდარი აქვს. 16 აპრილს ბარსელონასთან დაპირისპირებაში ფეხბურთელები რა თქმა უნდა ძალიან დაიღლებიან, ამას ემატება ისიც, რომ კრიშტიანო რონალდუ დამტვრეულია და მისი კლასიკოში ასპარეზობა ფაქტობრივად გამოირიციხა. თუკი ოქროს ბურთის მფლობელმა ბაიერნთან თამაში შეძლო დიდი სტიმული იქნება, რადგან საკუთარ მოედანზე უდავო ლიდერის გარეშე თამაში, ისეთ კოლექტივთან , როგორიც ხოსეპ გვარდიოლას ჰყავს წარმოუდგენლად რთულია."

"ლა ლიგაში სიტუაცია დაძაბულად მიმდინარეობს. ყველაზე კომფორტულად თავს მადრიდის ატლეტიკო გრძნობს, რომელსაც მდევართან 3 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქულების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თასს მაინც როხიბლანკო დაეუფლება, რადგან მას უკეთესი მაჩვენებელი აქვს ურთიერთშეხვედრებში."

"ზემოაღნიშნულიდან ვასკვნით, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი ერთი მატჩის წაგების შემთხვევაშიც ინარჩუნებს ლიდერობას, პრიმერას დასრულებამდე კი რამდენიმე ტურია დარჩენილი."

"პროგნოზირება ძალიან რთულია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა კარლოს ბიჭებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ. მათ ამასთანავე უნდა გაითვალისწინონ, რომ "როხიბლანკო" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში იმყოფება, სადაც მისი მეტოქე არც მეტი არც ნაკლები ჟოზე მოურინიოს ლონდონის ჩელსი გახლავთ, მათთან თამაში კი უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, ეს ყველაფერი კი "მერენგების" წისქვილზე ასხამს წყალს. dle 10.1

  • Hala
  • 14 აპრილი 2014
  • 2520
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)