მადრიდელები თამაშის შემდეგ

„ალმერიასთან“ ნამატჩევს, პეპემ, ლორენტემ, ნაჩომ და ბუტრაგენიომ კომენტარები გააკეთეს.


პეპე: „ვიმედოვნებ, რომ მომავალი კვირა ფეხბურთელებს წარმატებას მოგვიტანს, ხოლო ქომაგებს სიხარულს.ესპანური ლიგა საკმაოდ ძლიერია და ქულების დაკარგვის შესაძლებლობა ყველას მიეცემა.მთავარია, თითოეულ შეხვედრას შესაბამისად მოტივირებულნი შევხდეთ.“

„ის, რომ ყველა ტურნირის მოგების შანსს ვინარჩუნებთ, მთელი სეზონის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგია.„სევილიასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ განვაცხადეთ, რომ არაფერი იყო დასრულებული და ახლაც იმავეს გავიმეორებ.“

„იმედია, კრიშტიანუ თასის ფინალში შეძლებს გუნდისათვის დახმარების გაწევას.წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის და მეტო სათანადოთ უნდა შევაფასოთ.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, დარწმუნებული ვარ, მიუნხენში კომფორტული ანგარიშით ჩავალთ.“

ნაჩო: „მოხარული ვარ, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.ახლა, მოდუნების დრო არ არის, რამეთუ ყველა დაპირისპირება გადამწყვეტია.მოედანზე გამოსვლა კმაყოფილებას მანიჭებს.რა თქმა უნდა, ცენტრალური მცველი ვარ, თუმცა ფრთაზე ასპარეზობა პრობლემას არ წარმოდგენს.ვფიქრობ, განვლილ პაექრობაში, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მაღალი დონე აჩვენეს.“

დიეგო ლორენტე: „ყოველთვის დღესასწაული, როდესაც პირველი გუნდის მაისურს ირგებ.„კოპას“ მატჩამდე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნიშანდობლივი იყო დამაჯერებლად მოგება.მინდა გამოვყო ნაჩოს თამაში.ის ხარისხიანი მოთამაშეა და მის გვერდით ყოფნა ერთი სიამოვნებაა.“

ბუტრაგენიო: „„ალმერიასთან“ თამაშმა ცხადყო, რომ გუნდი კარგ კონდიციებშია.ძალიან გამახარა მწანე მინდორზე 5 კანტერანოსის ხილვამ.ჩვენ კრიშტიანუს გარეშე ვიმარჯვეთ და ეს კარგია.პორტუგალიელი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა „რეალი“ არასოდეს იდგა კონკრეტულ ფიგურებზე.“

„ვფიქრობ, დი მარიამ და ბეილმა მონაწონად გააგორეს ბურთი.არგენტინელმა რამდენჯერმე სახიფათოდ გაისროლა მეტოქის კარის მიმართულებით, ხოლო უელსელმა კომბინაციურად ითამაშა და მრავალი მომენტი შეუქმნა ბენზემას.ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ფინალი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.“

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)