კაკას ინტერვიუ

რიკარდო კაკამ ინტერვიუ მისცა "GOLT"_ს სადაც განაცხადა, რომ იგი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ოჯახის წევრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება და რა თქმა უნდა ფეხბურთის თამაში.


თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

თავისუფალ დროს ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთად ვატარებ. როგორც იცით, მე ევანგელისტი ვარ, ამიტომ ყოველ დღე ვკითხულობ ბიბლიას და განსაკუთრებით უქმე დღეებში, ეს ძალიან მამშვიდებს.

თქვენი ბავშვობიდან რას გაიხსენებდით?

მე კარგ ოჯახში აღვიზარდე, საკმაოდ ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. პატარაობაში ყოველთვის ვთამაშობდი ფეხბურთს და დავდიოდი სტადიონზე მატჩების სანხავად... სულ ფეხბურთზე ვსაუბრობდი, მეტი არაფერი მაინტერესებდა ქვეყანაზე.

თქვენ ფინანსურად ნორმალურ ოჯახში გაიზარდეთ... არასოდეს არ გიჭირდათ გადამეტებით, როგორ ფიქრობთ გაგიმართლათ?

რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ... ბევრ ბრაზილიელ დიდ ფეხბურთელს საშინელი და ავადსახსენებელი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ მადლობა ღმერთს მე ასეთი ბედი არ მხვდა წილად. ჩემი ოჯახი ყოველთვის საშუალოდ ცხოვრობდა, არასდროს არ გვქონია არც ბევრი და არც ძალიან ცოტა...

შეგემთხვათ ინციდენტი, როდესაც თქვენი საფეხბურთო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა...

ამ ამბავს ძალიან დიდი გულისტკივილით ვიხსენებ. მაშინ ვფიქრობდი, რომ ვეღარასოდეს ვითამაშებდი დიდ ფეხბურთს, მაგრამ უფალმა შანსი მომცა, გამომაჯანმრთელა და მეც ყველანაირად ვეცადე ბევრისთვის მიმეღწია, იმ დღის შემდგომ ყოველდღე ვადიდებ გულმოწყალე ღმერთს და გაცილებით უფრო მორწმუნე გავხდი.

კარიერა "სან პაულოში" დაიწყეთ...

დიახ, იქ გავატარე პირველი წლები ფეხბურთში, სწორედ ბრაზილიაში ავიდგი ფეხი.

წარუმატებელი მომენტებიც იყო თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად "ლივერპულთან" ფინალის წაგება...

იმ ფინალის წაგება დაუჯერებლად მეჩვენება დღესაც, მაგრამ საბედნიეროდ ორი წლის შემდგომ მაინც მოვუგეთ ინგლისელებს და დავეუფლეთ ჩემპიონთა ლიგის თასს.

ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია?

ამ ტურნირში მონაწილეობას მსფოლიოს საუკეთესო კლუბები იღებენ, ასე რომ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

ხაბი ალონსო ახლა თქვენი თანაგუნდელია, მაგრამ 2005 წელს მოწინააღმდეგე იყო...

დიახ, ამაზე ჩვენ ხშირად ვხუმრობთ. რაც მთავარია ახლა ერთად ვართ და მადრიდის "რეალის" დიდებისთვის ვიბრძვით.

კარგად გახსოვთ სამეფო კლუბში გადმოსვლის დღე?


რა თქმა უნდა, მე ეს არასოდეს არ დამავიწყდება, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და შინაარსობრივი წუთები იყო. მე კარგად მახსოვს უამრავი ხალხი, რომელმაც დიდი პატივით და სიყვარულით მიმიღო, ნუთუ ამის დავიწყება შეიძლება?.... ეს იმაზე დიდი დახვედრა იყო, ვიდრე მაშინ როცა "მილანში" გადავდიოდი.

ახლა კი უკვე ბერნაბეუზე ხართ...


მე ვთამაშობ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან და ყველაზე ძლიერ კლუბში. ეს ულამაზესი და უიშვიათესი შეგრძნებაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ეწვევა ადამიანს. ამ გუნდში თამაშობდნენ: რონალდო, ზიდანი და ახლაც თამაშობს რაული... აი რა არის გუნდი!!!


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 1 დეკემბერი 2009
  • 2126
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)