ალფრედო რელანომ კლასიკოზე ისაუბრა

ფეხბურთი–ეს არის ულამაზესი თამაში, სადაც მთავარი მონდომება და ბოლომდე თავდაუზოგავი ბრძოლაა... ხშირად თამაშის ბედს ბოლო წუთები წყვეტს, ამიტომ 90 წუთის მანძილზე სულ უნდა იბრძოლო.


"სუპერ კლასიკო ბევრი ლამაზი მომენტისგან შედგებოდა, კრიშტიანო რონალდოს დარტყმა, რომელიც ვიკტორ ვალდესს ფეხებში მოხვდა, იბრაჰიმოვიჩის გოლი, სერხიო ბუსკეცის ცუდი საქციელი, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელები და მთლიანად "ბარსელონა" დააღალატა... ასევე გახლდათ რონალდოს რამოდენიმე დარტყმა, კასილასის ბრწყინვალე სეივი. რაულს და ბენზემსაც ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, თუმცა კი ბოლომდე იბრძოლეს და სულ ცოტა დააკლდათ რეზულტატის შეცვლამდე."

"ორივე გუნდმა ლამაზი თამაში აჩვენა გულშემატკივარს. სამეფო კლუბი უფრო ორგანიზებულად და მსუბუქად მოქმედებდა... პირველი ტაიმი ნამდვილად მადრიდისტების იყო, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა კატალონიელმა ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ და გოლიც გაიტანეს. ამ გოლმა ვერ შეაშინა მადრიდელები, მათ უფრო მოუმატეს თამაშს და უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს ვალდესის კართან. "თეთრებს" მომენტები ნაყოფიერად, რომ მოეხმარათ, დღეს ეს შედეგი საპირისპირო იქნებოდა, მინდა გავიხსენო რონალდოს გაფუჭებული მომენტი, იგუაინის და მარსელოს დაგვიანებული დარტყმები..."

"კვირას, ვინც ფეხბურთს უყურა, მან იხილა გმირების და ვუნდერკინდების თამაში. გუშინ მოედანზე იმყოფებოდა 10–დან ექვსი ოქროს ბურთის ნიმინანტი, ეს გახლდათ ძალიან დაძაბული და ნერვების შეხვედრა. თამაშის გმირი კი კარლეს პუიოლი გახდა, რომელმაც გუნდი დაახლოებით 5–ჯერ გადაარჩინა გაშვებული გოლისგან. კამპ ნოუზე ითამაშეს: რონალდომ, მესიმ, კაკამ, იბრაჰიმოვიჩმა, ბენზემამ.... ეს ხომ ნამდვილი თანავარსკვლავედია. ვინც კვირას თამაშს არ უყურა ძალიან ბევრი დაკარგა."


ინფორმაციის წყარო: As.Com

ავტორი: KevlishA dle 10.1

  • kevlisha
  • 1 დეკემბერი 2009
  • 4027
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)