რამდენ თამაშს გამოტოვებს კრიშტიანუ?

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კრიშტიანუ „კოპა დელ რეის“ ფინალს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.


დღის დასაწყისში, ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცი, „რეალის“ ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.კლუბის ექიმების განცხადებით, პორტუგალიელს კუნთის ტრავმა აწუხებს და მოედანზე დაბრუნების თარიღი, მხოლოდ მის პროგრესზეა დამოკიდებული.

როგორ წარიმართება კრიშტიანუს გამოჯანმრთელების პროცესი, ჯერ არავინ იცის, თუმცა ის, რომ ფეხბურთელი მომდევნო 3 დაპირისპირებას (2 პრიმერაში და 1 თასზე) გამოტოვებს, ცხადზე ცხადია.დიდი ალბათობით, მადრიდელი მედიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური თამაშისათვის „ელ ფერარი“ მწყობრში იმყოფებოდეს, მაგრამ დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება, რამეთუ აღნიშნული დაზიანების მოშუშების პერიოდად, 2 კვირა სახელდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა დორტმუნდელებთან პირველ დაპირისპირებაში მიიღო ტრავმა.ამის გამო, მას „ანოეტაზე“ და „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართულ პაექრობებში ვერ მიიღო მონაწილეობა.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (96)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)