ხვალ კენჭისყრა გაიმართება

გუშინ საბოლოოდ გაირკვა 1/2 ფინალისტების ვინაობა. ხვალ კი ცნობილი გახდება ის წყვილები, ვინც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 1/2 ფინალში


1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა პარასკევს, 14:00 (თბ. დროით) საათზე აიღებს სტარტს. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გადმოსცემს.

"ბაიერნი" და "მადრიდის რეალი" 2012/13 წელსაც იყვნენ გასულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "მადრიდის ატლეტიკოს" უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არასდროს არ თამაშია. ბოლოს ისინი ევროპის თასის ნახევარფინალში 1973/74 წლებში იყვნენ გასული, მაშინ მათ ნახევარფინალში "სელტიკი" დაამარცხეს, ხოლო ფინალში კი "ბაიერნთან" დამარცხდნენ.

საერთო ჯამში "ატლეტიკოსთვის" ეს მეოთხე ევროპის თასის ნახევარფინალი იქნება, მაშინ როცა "მადრიდის რეალისთვის" ეს 25-ეა საერთო ჯამში, ხოლო ბოლო წლებში კი ზედიზედ მეოთხე. მიუხედავად ამისა, "მადრიდის რეალს" ფინალში მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის თასის მეცხრედ აწევის შემდეგ (2002 წელი) არ მიუღია. ისინი 2011 წელს "ბარსელონამ", 2012 წელს "ბაიერნმა" და 2013 წელს "ბორუსიამ" გამოთიშა ასპარეზობას.

კენჭისყრაზე არ იქნება ე.წ. "ერთი და იგივე ქვეყნების აცილების" პირობა გამოყენებული, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ესპანური, უფრო მეტიც, მადრიდული დაპირისპირებაც ვიხილოთ 1/2 ფინალში. ასეთი რამ არ მომხდარა 1958/59 წლის შემდეგ. მაშინ "მადრიდის რეალმა" ნახევარფინალის პირველი შეხვედრა 2:1 მოიგო სახლში, ხოლო გასვლაზე კი 1:0 წააგო.

"ჩელსის" და "ბაიერნს" საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ დაპირისპირების. 2012 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სწორედ "ბაიერნი" დაამარცხეს თერთმეტმეტრიანი დარტყმებით ლონდონელებმა, მაგრამ ანალოგიური მეთოდით დათმეს მათთან უეფას სუპერ თასის შეხვედრა. "ბაიერნმა" "ატლეტიკო" 1974 წლის ფინალში დაამარცხა, ხოლო "რეალს" კი არც მეტი, არც ნაკლები ხუთ ნახევარფინალში შეხვდა, საიდანაც ოთხჯერ მოიგო, მათ შორის 2011/12 წლები სეზონში თერთმეტმეტრიანი დარტყმებით.

იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" და "ატლეტიკო" ფინალში გავლენ, ეს იქნება ერთი ქვეყნის ორი გუნდის დაპირისპირება, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთედ მოხდება. ბოლოს ასეთი რამ წინა წელს მოხდა, როცა "ბაიერნი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალში.

"რეალისა" და "ატლეტიკოს" ფინალში გასვლა კიდევ უფრო გაზრდის ესპანური გუნდების მონაგარს ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანურ გუნდებს საერთო ჯამში 13 მოგება აქვთ, ერთით მეტი, ვიდრე იტალიელებს და ინგლისელებს. "ბაიერნის" მოგების შემთხვევაში, ეს გერმანული კლუბებისთვის მერვე იქნება, ორით მეტი, ვიდრე აქვთ ჰოლანდიურ კლუბებს.

კენჭისყრა 11 აპრილს 12:00 სთ-ზე (თბილისის დროით 14:00 სთ) დაიწყება ნიონში (შვეიცარია), რომელსაც ლუიშ ფიგუ და ჯანი ინფანტინო წარუძღვებიან.

ნახევარფინალების პირველი შეხვედრები 22/23 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითები კი 29/30 აპრილს. ასევე კენჭისყრა გამოავლენს, თუ ვინ იქნება მასპინძლის როლში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში "ესტადიო დო სპორტ ლისბოა ბენფიკაზე", რომელიც შაბათს, 24 მაისს ადგილობრივი დროით 19:45 (თბილისის დროით 22:45) გაიმართება.


"მადრიდის ატლეტიკო" (ესპ)

ევროპის თასის ნახევარფინალის მიღწევები: მ1 წ2
ბოლო ნახევარფინალური გამოსვლა: 1973/74 (2:0 საერთო ჯამში "სელტიკის" წინააღმდეგ)
მიმდინარე სეზონი: მ8 ფ2 წ0 გგ22 მგ5
ბომბარდირი: დიეგო კოშტა7

ევროთასებზე დაპირისპირებები

v მადრიდის რეალი მ1 ფ0 წ2 გგ3 მგ4
v ჩელსი მ1 ფ1 წ1 გგ6 მგ7
v ბაიერნი მ0 ფ1 წ1 გგ1 მგ5

"მიუნხენის ბაიერნი"(გერ)

ევროპის თასის ნახევარფინალის მიღწევები: : მ10 წ5
ბოლო ნახევარფინალური გამოსვლა: 2012/13 (7-0 საერთო ჯამში "ბარსელონას" წინააღმდეგ)
მიმდინარე სეზონი: მ7 ფ2 წ1 გგ24 მგ8
ბომბარდირი: ტომას მიულერი 5

ევროთასებზე დაპირისპირებები

v მადრიდის რეალი მ11 ფ2 წ7 გგ33 მგ26
v ჩელსი მ1 ფ1 წ1 გგ6 მგ7
v ატლეტიკო მ1 ფ1 წ0 გგ5 მგ1

"ჩელსი" (ინგ)

ევროპის თასის ნახევარფინალის მიღწევები: მ2 წ4
ბოლო ნახევარფინალური გამოსვლა: 2011/12 (3-2 საერთო ჯამში "ბარსელონასთან")
მიმდინარე სეზონი: მ7 ფ0 წ3 გგ18 მგ7
ბომბარდირი: დემბა ბა, სამუელ ეტო'ო, ფერნანდო ტორესი 3

ევროთასებზე დაპირისპირებები

v მადრიდის რეალი მ2 ფ1 წ0 გგ4 მგ2
v ატლეტიკო მ1 ფ1 წ1 გგ7 მგ6
v ბაიერნი მ1 ფ1 წ1 გგ7 მგ6

"მადრიდის რეალი" (ესპ)

ევროპის თასის ნახევარფინალის მიღწევები: მ12 წ12
ბოლო ნახევარფინალური გამოსვლა: 2012/13 (3-4 საერთო ანგარიში "დორტმუნდის ბორუსიასთან")
მიმდინარე სეზონი: მ8 ფ1 წ1 გგ32 მგ9
ბომბარდირი: კრიშტიანო რონალდუ 14

ევროთასებზე დაპირისპირებები

v ჩელსი მ0 ფ1 წ2 გგ2 მგ4
v ბაიერნი მ7 ფ2 წ11 გგ26 მგ33
v ატლეტიკო მ2 ფ0 წ1 გგ4 მგ3


პ.ს. მ=მოგება; წ=წაგება; ფ=ფრე; გგ=გატანილი გოლი; მგ=მიღებული გოლი
dle 10.1

  • shvela
  • 10 აპრილი 2014
  • 3455
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)