კლოპი : "ამაყი ვარ იმით, რომ დორტმუნდს ვწვრთნი"

იურგენ კლოპმა საკუთარ გუნდს ხოტბა შეასხა და განაცხადა, რომ დორტმუნდი ბრწყინვალე კოლექტივია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს...


"თამაშის დასრულების შემდეგ მე ვნახე ტრავმირებული სუბოტიჩი, რომელმაც მითხრა, რომ ამაყია, რადგან ის დორტმუნდის ბორუსია ღირსებას იცავს. ჩემი აზრით ამ მატჩის ვიდეოჩანაწერი ყველამ უნდა ნახოს, ვისაც პირველი შეხვედრა 0-3 აქვს წაგებული, ჩვენ საკუთარ თავებს ვაჯობეთ და მადრიდის რეალისგან ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, ესპანელები ყველა ასპექტში დავჯაბნეთ."

"ჩემ შეგირდებს ძალიან სურდათ, რომ შეუძლებელი რამ გაეკეთებინათ და 1/2 ფინალში გასულიყვნენ, თუმცა ვერ მოვახერხეთ, ამას მხოლოდ უიღბლობას ვაბრალებ, ჩვენ ცდა არ დაგვიკლია, უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ დაგვირგვინება ვერ მოვახერხეთ, თუმცა დამწუხრებული არავინაა, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ასეთი გუნდი გვყავს."

"გულშემატკივრებს დიდ მადლოას ვუხდი, მათ გარეშე ვერ ვიქნებოდით ისეთი ძლიერები, როგორებიც ახლა ვართ, მათ მართლაც დიდი როლი აკისრიათ, რომელსაც პირწმინდად ასრულებენ, თითოეულ ფანს უდიდეს პატივს ვცემ." dle 10.1

  • Hala
  • 9 აპრილი 2014
  • 2351
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)