ვინ უნდა იყოს სათადარიგო „პენალტისტი?“

რომ არა არგენტინელის გაცუდებული პენალტი, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარე თამაში მშვიდად დასრულდებოდა.


სამწუხაროდ, მე-16 წუთზე, კოენტრაუს მოპოვებული თერთმეტმეტრიანი, ანხელიტომ გააცუდა, უფრო სწორად, ვაიდენფელერმა გამოიცნო კუთხე და თავის გუნდს მიზერული შანსები დაუტოვა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანჩელოტიმ დასძინა, რომ რონალდუს არყოფნაში, დი მარიას ევალება თეთრად გამოყოფილი ნიშნულიდან გოლის გატანა, თუმცა რამდენად მართებულია აღნიშნული გადაწყვეტილება, როდესაც შემადგენლობაში ბევრად უკეთესი დამრტყმელები ირიცხებიან, მეორე საკითხია.

რაც შეეხება სტატისტიკას, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 12-ჯერ დაარტყეს პენალტი კრიშტიანუს გარეშე და აქედან, მხოლოდ 3 შემთხვევა გამოდგა წარუმატებელი.

13/14 (ჩ/ლიგა) დი მარია (ვერ გაიტანა)
12/13 (პრიმერა) ალონსო (ვერ გაიტანა)
12/13 (პრიმერა) კაკა (გაიტანა)
10/11 (პრიმერა) კაკა (გაიტანა)
10/11 (პრიმერა) კაკა (გაიტანა)
10/11 (პრიმერა) რამოსი (გაიტანა)
10/11 (პრიმერა) ადებაიორი (ვერ გაიტანა)
09/10 (პრიმერა) კაკა (გაიტანა)
09/10 (პრიმერა) კაკა (გაიტანა)
09/10 (პრიმერა) ალონსო (გაიტამა)
10/11 (თასი) ბენზემა (გაიტანა)
13/14 (თასი) დი მარია (გაიტამა)

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს „რეალის“ სათადარიგო „პენალტისტი?“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)