პეპეს შეცდომების გამოსწორების შანსი ეძლევა

კეპლერ პეპე, რომელიც სერხიო რამოსთან ერთად სამეფო კლუბის დაცვის ბურჯად ითვლება ხვალინდელ შეხვედრაში კიდევ ერთ გამოცდას ჩააბარებს...


ალბათ ყველა მადრიდისტას ახსოვს ის კოშმარული საღამო, როდესაც სამეფო კლუბმა დორტმუნდის ბორუსიასთან 4-1 წააგო, რობერტ ლევანდოვსკიმ კი დედაქალაქელებს პოკერი შეუსრულა, რაც მაშინ სენსაციად შერაცხეს, პოლონელმა ფეხბურთელმა კი დღევანდელობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის წოდებას მიიღო.

ლევანდოვსკის გაჩერება სწორედ პორტუგალიელ პეპეს ჰქონდა დავალებული, რომელმაც ის მატჩი პირნათლად ჩააგდო და ვერაფერი გააწყო თავდამსხმელის წინააღმდეგ, რომელმაც მის გუნდს 4 გოლი გაუტანა, რაც გადამწყვეტიც გამოდგა და "ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა.

კეპლერმა წააგო რამდენიმე ორთაბრძოლა, ვერ ითამაშა ზუსტად პოზიციურად, რაც მას ნამდვილად არ ახასიათებს. პორტუგალიელი იმ შეხვედრაში თავის თავს არ ჰგავდა, რამაც შესაბამისი შედეგიც მოიტანა.

ხვალ პეპეს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების კიდევ ერთი შანსი ეძლევა, პორტუგალიელი ეცდება ყველას აჩვენოს, რომ ის საღამო უბრალოდ შემთხვევა იყო და ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს შეუძლია ჰქონდეს.

"სამიანი" ხვალ კვლავ პოლონელი ფორვარდის შეჩერებას შეეცდება, რომელიც კვლავ იმუქრება გოლების გატანით, ლევანდოვსკი ოპტიმისტურად არის განწყობილი და არც პოკერის შესრულებაზე იტყვის უარს.

ხვალ არამარტო დორტმუნდი - რეალის შერკინებას ადევნებს თვალ-ყურს მაყურებელი, არამედ ხვალ პეპე - ლევანდოვსკის პაექრობაც საკმაოდ საინტერესო იქნება.
dle 10.1

  • Hala
  • 7 აპრილი 2014
  • 1920
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)