შიბერი : "დორტმუნდი პირველი წუთებიდან შეუტევს"

დორტმუნდელთა ფეხბურთელის, ჟულიან შიბერის განცხადებით, თუკი გერმანულმა კლუბმა პირველ ტაიმში 1 გოლი მაინც ვერ გაიტანა, 1/2 ფინალზე ფიქრს აზრი დაეკარგება...


"ჩვენს გუნდს წლის თამაში ელის წინ. 0-3 ძალიან რთული აღმოსაფხვრელი შედეგი, თუმცა დიდი გამოწვევა გახლავთ, თუკი ჩვენი კოლექტივი სამეფო კლუბს დამაჯერებელი ანგარიშით დააარცხებს, ყველა აღიარებს, რომ ბორუსია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა თავისუფლად შეუძლია."

"შემადგენლობის მხრივ კვლავაც პრობლემები გვაქვს, თუმცა სასიხარულოა, რომ რობერტ ლევანდოვსკი დაბრუნდა და იგი ყველაფერს გააკეთებს იკერ კასილასის კარის დასალაშქრად, წინა ხაზში მას დიდი როლი აკისრია."

"ვალდებულნი ვარ მატჩის დაწყებისთანავე შევუტიოთ და გოლის გატანა მოვახერხოთ, თუკი პირველ ნახევარში კასილასს ვერ გავუტანეთ, მაშინ დიდი პრობლემები შეგვექმნება, რადგან "ბლანკოსის" კარში 45 წუთის მანძილზე 4 გოლის გატანა ალბათ წარმოუდგენელი რამ გახლავთ."

"არ შემიძლია არ გავიხსენო შარშანდელი სეზონი, როდესაც ჩვენ ფინალამდე მივედით, თუმცა ნახევარფინალში ორი დრამატული შეხვედრა გავმართეთ, სადაც ლევანდოვსკი უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი იყო."

"სამეფო კლუბს ბრწყინვალე ნახევარდაცვა ჰყავს, ისინი სწორედ მათ ხარჯზე აღწევენ შედეგს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ვებრძოლოთ ესპანელებს და გამარჯვება მოვიპოვოთ. ვიცით, რომ მხოლოდ მოგება არ კმარა, ჩვენ 4-0 გვჭირდება, რაც რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ბრძოლას ვაპირებთ." dle 10.1

  • Hala
  • 7 აპრილი 2014
  • 1446
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)