როსიცკი : "დორტმუნდი მებრძოლი გუნდია"

ტომაშ როსიცკი, რომელიც ლონდონის არსენალში გადასვლამდე წლების მანძილზე იცავდა დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას, ჟურნალისტებს შეხვდა და ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც გერმანელები სამეფო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ...


"ბოლო წლებში ბორუსია მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, იურგენ კლოპმა დიდი პროექტი დაიწყო, რომელსაც დღემდე წარმატებით ანხორციელებს, მან ნამდვილად კარგი გუნდი შექმნა, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია."

"მაშინ, როდესაც მე ბორუსიაში ვასპარეზობდი გუნდს ფინანსურად ძალიან უჭირდა, თუმცა გარკვეულ შედეგებს მაინც ვაღწევდით და ვცდილობდით, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წარმოსადეგი გუნდი ჩრდილში არ მოქცეულიყო."

"ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, გერმანელები ტრანსფერებსაც ხშირად ახორციელებენ, ამასთანავე მათ გაუშვეს რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდეს, ბორუსიელებს აღარ უჭირთ, ისინი ყველაფერს აუმჯობესებენ როგორც შემადგენლობის, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით."

"კლოპს ბრძოლისუნარიანი კლუბი ჰყავს, არავის ეგონა ისინი შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში თუ გავიდოდნენ, მაშინ ეს კოლექტივი მართლაც საათივით იყო აწყობილი, წლეულს კი მთავარ მწვრთნელს შემადგენლობის მხრივ მუდმივი პრობლემა აქვს, რადგან ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს."

"კარლო ანჩელოტი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, იტალიელი სპეციალისტები ყოველთვის პრაგმატიზმს იჩენენ, თუმცა კარლიტოზე ამის თქმა სრული სისულელე იქნება, მას შედეგი რა თქმა უნდა ძალიან აინტერესებს, თუმცა მისთვის ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს კლუბი."

"სანტიაგო ბერნაბეუზე დორტმუნდი ფაქტიურად მეორე შემადგენლობით გამოვიდა, შარშანდელისგან განსხვავებით მათ რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, რომლებიც წამყვან ძალას წარმოადგენენ."

"0-3 საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშია, რომლის განიავებას ესპანური გუნდი არ აპირებს, თუმცა დარწმუნებული ვარ გერმანელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმუმი აჩვენონ და კასილასის კარი პირველივე წუთებში აიღონ, ამ შემთხვევაში მათი შანსი გაიზრდება, თანაც ეს გოლი ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც დაეხმარებათ დორტმუნდელებს."

"შანსებს ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც რეალობის აღმქმელი ვიტყვი, რომ ფლორენტინო პერესის გუნდს გაცილებით უფრო დიდი შანსი აქვს, რადგან მათ სერიოზული უპირატესობა აქვთ პირველ დაპირისპირებაში მოპოვებული."
dle 10.1

  • Hala
  • 7 აპრილი 2014
  • 1432
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)