ანჩელოტი: „კრიშტიანუმ ყოველთვის უნდა ითამაშოს“

„სიგნალ იდუნა პარკზე“ გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„ლევანდოვსკი მაღალკვალიფიციური თავდამსხმელია.მასთან ერთად, „ბორუსია“ უფრო დიდი შესახლებლობების მქონე გუნდია.“

„კრიშტიანუმ ინტენსიურად იმუშავა მადრიდში და თავს კარგად გრძნობს.დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდებით და გადაწყვეტილების ამის შემდეგ მივიღებთ.თუ 100 პროცენტით მზად იქნება, აუცილებლად გამოვა საწყისი წუთებიდან მოედანზე.“

„რასაკვირველია, არცერთ ფეხბურთელთან მიმართებაში არ წავალთ რისკზე.ყველანი შემადგენლობის განუყოფელი წევრები არიან.“

„მინდა, რომ რონალდუ ყოველთვის საქმეში ვიხილო, თუმცა როდესაც გარკვეული პრობლემები არსებობს, დასვენება უმჯობესია.“

„ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია არ სჭირდებათ, რამეთუ საუბარია ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალზე.რა თქმა უნდა, ტაქტიკას არ შევცვლით.წინ 90 წუთია, რომელშიც „ბორუსიამ“ 4 გოლის გატანა უნდა მოახერხოს, ხოლო ჩვენ ერთი.რაც უფრო მალე გამოვიჩენთ თავს, უკეთესია.“

„ვფიქრობ, რომ სეზონის მაღალ დონეზე დასრულება გვძალუძს.განვლილმა ორმა მარცხმა ზიანი მოგვაყენა, თუმცა ადეკვატური რეაგირება მოვახდინეთ.შემადგენლობა მზად არის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.“

„ბეილი მწყობრშია.მას ყოველგვარი გართულებების გარეშე შეუძლია ასპარეზობა.რაც შეეხება დაცვით ხაზს, პეპეს, რამოსსა და კოენტრაუს დავაყენებთ.მგონი, დიდი ინფორმაცია მოგაწოდეთ (იცინის).“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)