ბეილი: „დორტმუნდში განსხვავებული შეხვედრა იქნება“

„რეალის“ უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო თამაშის წინ დასძინა, რომ მადრიდელები გერმანიაშიც მოსაგებად გავლენ მოედანზე.


„გასულ კვირას დიდებული თამაში ჩავატარეთ და დამსახურებული შედეგიც დავაფიქსირეთ ტაბლოზე.ვფიქრობ, დორტმუნდში განსხვავებული შეხვედრა გველოდება.მასპინძლები ბოლომდე იბრძოლებენ და რა თქმა უნდა, ჩვენც არაფერს დავუთმობთ.როგორც სხვა შემთხვევებში, სამეფო კლუბის მხოლოდ გასამარჯვებლად გავა მწვანე მინდორზე.“

„„სიგნალ იდუნა პარკზე“ პირველად მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება.ამბობენ, რომ აღნიშნულ არენაზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ პროფესიონალები ვართ და სასურველი შედეგის დადებას ვეცდებით.“

„ლევანდოვსკი დიადი ფეხბურთელია და ეს წლების განმავლობაში მტკიცდება.ყურადღებით და საიმედოდ უნდა ვითამაშოთ დაცვაში.“

„ფანტასტიკური მოვლენაა ისეთი მოთამაშეების გვერდით თამაში, როგორებიც რონალდუ და ბენზემა არიან.ჩვენი სამეული კომფორტულად აგორებს ბურთს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დანარჩენი თანაგუნდელებიც, რომელთა გარჯა ნამდვილად მოსაწონია.“

„ჩვენი მიზანია ფინალში გასვლა და იმედია, სეზონს ტრიუმფით დავასრულებთ.“

„ესპანეთში ბურთის ფლობას უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე ინგლისში.არ ვფიქრობ, რომ ჩემი სათამაშო სტილი დიდად შეიცვალა.პირიქით, იგივეს ვაკეთებ მადრიდშიც, რაც ძალიან მახარებს.“

„კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, ყველა მოთამაშემ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.ერთი სიამოვნებაა, ყოველდღიურ რეჟიმში მსოფლიო დონის ფეხბურთელების გვერდით ყოფნა.მე გამოცდილებას ვაგორევებ და ამასთანავე, ვიუმჯობესებ კონდიციებს.“

„თითოეულ დაპირისპირებას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ.არასწორი იქნება შორს ყურება, რამეთუ კარგს არაფერს მოგვიტანს.საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ დასახული მიზნისაკენ სვლა.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)