„ლიდერები ფარ-ხმალს არ ყრიან“

გაზეთ AS-ის მთავარმა რედაქტორმა ალფრედო რელანომ, პრიმერა დივიზიონის 32-ე ტური მიმოიხილა.


„ჯერჯერობით, სატურნირო ცხრილის ლიდერები სუსტ მხარეს არ აჩენენ, რაც ჩემპიონატის ნერვული და დაძაბული ფინიშის მაუწყებელია.შეცდომის დაშვების უფლება არავის აქვს, რამეთუ ნებისმიერი წაბორძიკებასაც ფატალური შედეგი მოჰყვება.

ლა ლიგის განვლილ ტურში, სამეფო კლუბს რთული გასვლა ჰქონდა, ხოლო „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ შინაურ კედლებში აგორებდნენ ბურთს, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე დამაჯერებელი თამაში „თეთრებმა“ აჩვენეს.ანჩელოტის შეგირდებმა რონალდუს გარეშეც ისწავლეს მწვანე მინდორზე გამოსვლა.მართალია, თავდაპირველად „სოსიედადი“ აქტიურობდა, მაგრამ 30 წუთის შემდეგ, სტუმრებმა მთლიანად იგდეს ხელთ მატჩის სადავეები და დიდი ანგარიშით დაამარცხეს ბასკები.საერთო ჯამში, „რეალმა“ შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა.

ახლა, მადრიდელებს ორი გასვლა დარჩათ - „ვალიადოლიდთან“ და „სელტასთან,“ თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ კარლიტოს ბიჭებმმა ის თავდაჯერებულობა დაიბრუნეს, რომლითაც ასპარეზობდნენ სეზონის შუა ნაწილში.ისინი კონკურენტებზე უკეთესად გამოიყურებიან, მაგრამ მათი ბედი, პირველ ორ გუნდზეა დამოკიდებული („ატლეტიკოს“ მინიმუმ ორჯერ უნდა დაუცდეს ფეხი, რათა თანაქალაქელებმა გადასწრება შეძლონ).

„მატრასნიკებმა“ არცთუ ისე იოილი გამარჯვება მოიპოვეს „ვილიარეალის“ წინააღმდეგ.კოშტას, თურანისა და გაბის გარეშე, სიმეონეს დამოძღვრილებს სირთულეები შეექმნათ.უკვე მერამდენედ სეზონის განმავლობაში, შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ატლეტიკო“ სადაცაა უნდა დაეცეს, თუმცა დრო გადის და „როხიბლანკო“ კვლავ ინარჩუნებს პირველ პოზიციას.

რაც შეეხებათ კატალონიელებს, ისინი უიმედო სიტუაციაში მყოფ სევილიელებს დაუპირისპირდნენ, თუმცა პრობლემებმა ამ შემთხვევაშიც იჩინეს თავი.პიკეს არყოფნის ფონზე, მათი დაცვა საშინელებათა ფილმს დაემსგავსა, რასაც პინტოს ფაქტორიც ემატება, რომელიც ძალიან ჩამორჩება ვალდესს.ვფიქრობ, რომ ასეთი სიტუაცია, არც შეტევის ნაყოფიერ თამაშს შეუწყობს ხელს.

ლეო მესიმ ოპტიმალური კონდიციები აკრიფა, თუმცა მისი ასპარეზობის შემხედვარე, შთაბეჭდილება მექნმნება, თითქოს ძალებს ზოგავს არგენტინელი.უმეტესი დროის განმავლობაში, მოედანზე მოკლე ნაბიჯებით უფრო გადაადგილდება, ვიდრე სირბილით.

ერთი სიტყვით, არაფერი დასრულება, ბრძოლა გრძელდება!“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)