პეპეს მორიგი გაბრწყინება

სამეფო კლუბის „სამიანმა“ შთამბეჭდავი კვირა გამოაცხო.


შუა კვირაში „ბერნაბეუზე“ ჩატარებული თამაშის შემდეგ, პორტუგალიელმა მცველმა „ანოეტაზეც“ გაიბრწყინა.შეხვედრაზე მაქსიმალურად ფოკუსირებული პეპე, საიმედოდ და სტაბილურად იდგა ლოპესის წინ.ის ფაქტობრივად, არ აგებდა ორთაბრძოლებს და ჩინებულად აზღვევდა თანაგუნდელებს, რის გამოც, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, „ნარინჯისფერებში“ გამოწყობილი ბიჭებისგან აპლოდისმენტები და საქებარი სიტყვები მიიღო.

ალბათ, სიმბოლურია, რომ 2 დიდებული ასპარეზობა, ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშემ გოლით დააგვირგვინა.მეორე ტაიმის მიწურულს, მეტოქის საჯარიმოში კუთხურზე ჩასულმა ცენტრალურმა მცველებმა, ერთმანეთში კომბინაცია გაითამაშეს, რასაც კეპლერის ზუსტი დარტყმა და მიმდინარე სეზონში რიგით მე-4 გოლი მოჰყვა.

სეზონის გადამწყვეტ ფაზაში, პეპე ანჩელოტის იმედებს ამართლებს.იმედია, მომავალ მატჩებშიც მის და დანარჩენი მცველების წარმატებულ თამაშს ვიხილავთ, რამეთუ თუ არა უკანახაზელების ნაყოფიერი ასპარეზობა, სერიოზულ მიზნებზე საუბარი ზედმეტი იქნება.

MARCA
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)