რონალდუს გარეშე მოასპარეზე „რეალი“

როგორც ანჩელოტის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, კრიშტიანუ სან-სებასტიანში ვერ ითამაშებს.


პორტუგალიელი ფეხბურთელი უკვე მერვედ (მიმდინარე სეზონში) დააკლდება თანაგუნდელებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ განვლილ 7 შემთხვევაში, მადრიდელებმა მის გარეშეც შესანიშნავი შედეგები დააფიქსირეს - 6 მოგება და 1 ფრე.

პირველი ტრავმა, რონალდუმ 23 ნოემბერს, „ალმერიასთან“ შეხვედრაში მიიღო.მან მომდევნო 2 დაპირისპირება გამოტოვა, სადაც „თეთრებმა“ ჯერ 4-1 ძლიეს „გალათასარაის,“ ხოლო შემდეგ, ბეილის ჰეთ-თრიქის წყალობით, 4 უპასუხო გოლი შეუგდეს „ვალიადოლიდს.“

თებერვლის თვეში, კრიშტიანუს 3 პაექრობის გამოტოვება თამაშგარეში ყოფნა მოუწია დისკვალიფიკაციის გამო, თუმცა ანჩელოტის შეგირდებს არც მაშინ დატყობიათ მეგა-ვარსკვლავის უქმობა - 4-2 „ვილიარეალთან,“ 0-3 „ხეტაფესთან“ და 3-0 „ელჩესთან.“

ამათ გარდა, „ელ ფერარი“ ისვენებდა „კოპა დელ რეის“ სადებიუტო მატჩებში „ხატივასთან.“

ნიშანდობლივია, რომ ჩამოთვლილ შემთხვევებში, რონალდუს დანაკლისის შევსებას ხესე ცდილობდა, რომელიც ასევე ლაზარეთში იმყოფება.რა იქნება „ანოეტაზე,“ არავინ იცის, რამეთუ კრიშტიანუს პოტენციური შემცვლელის არყოლის გამო, ანჩელოტის გარკვეული ექსპერიმენტი ჩატარება მოუწევს.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (55)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)