გერმანული პრესის ვერდიქტი: „„ბორუსია“ უშანსოდაა“

საინტერესოა, როგორ გამოეხმაურნენ დორტმუნდელების 3 ბურთიანი სხვაობით წაგებას, გერმანული, მადრიდული და კატალონიური გამოცემები.


გერმანელი ჟურნალისტები, „ყვითლების“ ქომაგებს, ფერადი სათვალეების მოხსნასა და რეალობისთვის თვალის გასწორებას ურჩევენ.

„„დორტმუნდი“ დაეცა“ - ასეთი სათაური გამოეხმაურა განვლილ პაექრობას ავტორიტეტული Bild-ი.სტატიაში ნათქვამია, რომ საპასუხო დაპირისპირების წინ, კლოპის შეგირდები „უშანსოდ არიან.“პუბლიცისტის აზრით, მადრიდელებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზური: „აზრი არ აქვს „სიგნალდ იდუნა პარკზე“ ჩასატარებელ ორთაბრძოლას.ერთი მარკო როისი, სამეფო კლუბის დასამარცხებლად საკმარისი როდია.“

ჟურნალი Kicker-ი, დაფიქსირებულ შედეგს კატეგორიულ ჭრილში არ განიხილავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ნახევარ ფინალში გასვლისათვის, დორტმუნდელებს არამქვეყნიური ძალა და წარმოუდგენელი იღბალი ესაჭიროებათ: „გასულ წელს, მიუხედავად „ბერნაბეუზე“ 2-0 წაგებისა, „ყვითლები“ ფინალში მაინც გავიდნენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში, გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებიან.სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოიყენეს და მეტად რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი.“

„რეალის“ შედეგიანი თამაში აღნიშნეს ადგილობრივ პრესაშიც.„აწეული ხელებით ნახევარფინალისაკენ“ - წერს AS-ი და მადრიდში გამართული პაექრობის 3 ფაქტორს გამოყოფს: „ბეილმა, ისკომ და რონალდუმ „ბლანკოსის“ დიდებულება ცხადყვეს.სტუმართა რიგებიდან მხოლოდ მარკო როისი ცდილობდა ხიფათის შექმნას, თუმცა უმეტეს შემთხვევებში, მეტოქე მცველები ახერხებდნენ მის განეიტრალებას.“

„ძლიერმა გაიმარჯვა“ - იუწყება Marca: „მადრიდელებმა შარშანდელი შეცდომა გამოასწორეს და საკმაოდ კომფორტული ანგარიშით გაემგზავრებიან გერმანაიში.საიმედოობის ზეიმი ჰქონდა პეპეს, ხოლო კასილიასმა კარის მშრალად შენახვა მაოხერხა.ამასთანავე, გამოსაყოფია ისკოსა და ბეილის თამაში, ხოლო რონალდუმ, ჩველ მაღალ დონეზე იასპარეზა.“

კატალონიური პრესის ფურცლებზე, მთავარ თემად „ფიფას“ სასჯელი განიხილებოდა, თუმცა მოსისხლე მტრების წარმატებას ვერც მათ აუარეს გვერდი.Mundo Deportivo-ს ყდაზე დაწერეს, რომ „რეალს ნახევარფინალი ჯიბეში აქვს, მოურინიო და მისი „ჩელსი“ კი, ჰაერში არიან გამოკიდებულნი,“ ხოლო Sport-მა ტრადიციებს არ უღალატა და მადრიდელთა გამარჯვება, „ბორუსიის“ სისუსტეს დააბრალა.“

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)