იკერი: „ბუსკეტსს ყურს ავუწევ“

სამეფო კლუბის კარის დარაჯმა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.


„ვეცდებით, რომ დარჩენილ მატჩებში გამარჯვებისთვის ვითამაშოთ.ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც გული შეტკივათ „რეალზე.“

„პეპესა და სერხიოს ეპიზოდში ყველაფერი ნათელია.გუნდი მხარს უჭერს პორტუგალიელს.ჩემი აზრით, ბუსკეტსი ცუდად მოიქცა და როდესაც შევხვდები, ყურს ავუწევ.“

„არ ვფიქრობ, რომ პრიმერა მეორეხარისხოვანია გუნდისათვის.კრიშტიანუ გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოემგზავრება სან-სებასტიანში.მწვრთნელის აზრით, მას დასვენება და ძალების მოკრება ესაჭიროება, რათა სამშაბათისთვის მწყობრში იყოს.“

„არსებული სიტუაცია დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის.მეკარეების თემაზე საუბრებმა ყოველგვარ ფარგლებს გადააჭარბა.ყველამ პატივი უნდა სცენს ანჩელოტის გადაწყვეტილებას.დიეგომ დაიწყო სეზონი და მანვე უნდა დაასრულოს.ჯანსაღი კონკურენცია სასარგებლოა, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის.“

„კარგად მახსოვს, როგორ გადავეხვიე სეზარს 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ და პუილს, მუნდიალის ფინალის დასრულებისთანავე.მიმდინარე სეზონში, „ლა დესიმას“ მოგების შემთხვევაში, პირველი მივალ იმასთან, ვინც ახლოს იქნება.“

„„ანოეტაზე“ შეცდომის დაშვება სავალალო შედეგებით დასრულდება.ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ 3 ქულისათვის.“

„სეზონის დაწყების შემდეგ, სამეფო თასსა და ლიგაზე ვასპარეზობ და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც.მარტის თვეში მხოლოდ „შალკეს“ წინააღმდეგ მომიწია მოედანზე გამოსვლა, თუმცა „ბორუსიასთან“ განმეორებითი პაექრობა, „კოპა დელ რეის“ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე შედგება, რაც ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს.“

„ჩემი აზრით, ლოპესი ნაკრების დონის გოლკიპერია.ვალდესის ტრავმიდან გამომდინარე, დელ ბოსკეს არჩევანის გაკეთება მოუწევს.იმედი მაქვს, მწვრთნელი საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.“

„ჩემს ირგვლივ ყოველსთვის არის სატრანსფერი მითქმა-მოთქმები, რასაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცეც.ახლა ყველაზე მთავარია, სეზონის ტრიუმფით დასრულება და კონტრაქტის პირობების ბოლომდე შესრულება.“

„არ ვიცი, მომეცემა თუ არა მუნდიალზე თამაშის უფლება.ყველაფერი დამრიგებელზეა დამოკიდებული.თუ ვიასპარეზებ, მაქსიმალურად ვეცდები შანსის გამოყენებას.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)