ანჩელოტი: „რონალდუს დასვენება სჭირდება“

მადრიდის „რეალის“ დამრიგებელმა, „ანოეტაზე“ გასამართი პაექრობის წინ, პრესკონფერენცია გამართა.


„კრიშტიანუ ძალიან გადატვირთულია და დასვენება ესაჭიროება.აღნიშნული გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი გართულებები.მოგეხსენებათ, წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები გველოდება, ამიტომაც, რისკზე წასვლა გაუმართლებლად მიმაჩნია..რონალდუ „ბორუსიასთან“ მატჩისთვს სრულ მზადყოფნაში იქნება.“

„დი მარია დაბრუნდა და მატჩის განაცხადშიც შევა, თუმცა არა მგონია სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში.ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რამდენიმე კილოგრამი დაკარგა და განვლილი დღეების განმავლობაში, მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიშებით იყო დაკავებული.ვნახოთ, ხვალ როგორ კონდიციებში იქნება ანხელი.გადაწყვეტილებას თამაშამდე რამდენიმ საათით ადრე მივიღებთ.“

„რთული და დახუნძლული კალენდარი გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვით გერმანელებზე, რომლებსაც საკმაოდ გრძელი არდადგები აქვთ საშობაოდ.იანვარში 9 შეხვედრა ჩავატარეთ.ასეთ მდგომარეობაში არიან სხვა ესპანური კლუბებიც და ნამდვილად სასწაულია, რომ სეზონის ამ მონაკვეთში, პრიმერა დივიზიონის 5 ბინადარი ასპარეზობს ევროპულ ტურნირებზე.სწორედ ასეთი გრაფიკის დამსახურებაა ტრავმიანობაც.“

„ამ მომენტისათვის, ხესე, ხედირა და არბელოა იმყოფებიან ლაზარეთში.რა თქმა უნდა, ჩვენთვის დანაკლისია მათი არყოფნა, თუმცა შემადგენლობის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია.“

„კარგად მოგვეხსენება, რომ „სოსიედადი“ ძალიან სახიფათოა მისსავე მოედანზე.მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს, რათა მნიშვნელოვანი ქულები წამოვიღოთ „ანოეტადან.“ჩემპიონატში არაფერი დასრულებულა.„რეალს“ ჯერ კიდევ ჩინებული შანსი აქვს ტიტულის მოგებისა.“

„ხედირა ინდივიდუალური პროგრამით ირჯება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ 10-15 დღეში თანაგუნდელებთან ერთად შეძლებს ვარჯიშს.“

„რონალდუს პოზიციას, ან მორატა დაიკავებს, ან ისკო.“

„ბეილი დიდებულად თამაშობს.ვერ გეტყვით, საუკეთესო მომენტი უდგას სეზონში თუ არა, მაგრამ რონალდუს არყოფნაში, მასზე ბევრი იქნება დამოკდიებული.“

„მომავალ პაექრობაში ტაქტიკას არ შევცვლით.რაც შეეხება კარლოს ველას, ის სწრაფი და სახიფათო თავდამსხმელია.“

„ფიფასა“ სანქციებზე ვერაფერს გეტყვით.ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.“

„დიახ, ისკო პირველი წუთებიდან გამოვა მწვანე მინდორზე.“

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)