პეპე! პეპე! პეპე!

მას რონსერო გუშინდელ შეხვედრაზე


თეთრი სული. სწორედ ამ დღეს, დაიბადა ის, რასაც "თეთრი სული" ქვია. სწორედ ამ დღეს 22 წლის წინ დაიბადა ხუანიტოს სული. სწორედ ამ დღეს , მისი სული ხელახლა გააცოცხლა პორტუგალიელმა კეპლერ პეპემ. ლევანდოვსკი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ "მადრიდის რეალმა" 3:0 ანგარიშით მოიგო. კასილასი ჩვეულ ამპლუაში ვნახეთ. ელ კაპიტანო ხალხს მოენატრა. ყველამ ნახა წვიმაში, თქეშში , მოღრუბლულ ამინდში ნამდვილი კაპიტანი. სწორედ ის სული, რომელიც გუნდს აკლდა. ელ კაპიტანო, რომელმაც ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და როისს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, შესანიშნავი დარტყმა აუღო. პეპეს თმა და მისი თამაშიც კოლიზეუმივით იზრდება. მან ორჯერ იხსნა კლუბი გოლისგან. პეპე ყვიროდა , როცა საყვირი იყო, ამშვიდებდა , როცა დასამშვიდებელი იყო. ამშვიდებდა არამარტო თანაგუდნელებს, არამედ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებსაც. ის ნამდვილი პეპენბაუერი, ლიდერი იყო...

BIC-ი ამოქმედდა: პირველად იყო ბეილი, მას მოჰყვა ისკო და ბოლოს კი კრიშტიანო. მერე რა , რომ BBC-ი ვერ ვნახეთ, არანაკლები აღმოჩნდა BIC-ი , რომელმაც მეტოქე მიწასთან გაასწორა. ჯერ არაფერი არ გადწყვეტილა, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს, რომ 3:0 მოგების შემდეგ, "მადრიდის რეალი" შემდეგ ეტაზე ვერ გასულიყოს. დორტმუნდში აუცილებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, არ უნდა დავმშვიდდეთ. ბრძოლა თამაშის უკანასკნელ წუთამდეა საჭირო. იქ, ჩვენ წინა წელს 4:1 დავმარცხდით და სამშაბათს მათ ლევანდოვსკიც ეყოლებათ.

კრიშტიანო=დი სტეფანო. მისმა გოლმა , გარდა იმისა, რომ თამაშში საბოლოო შედეგი დააფიქსირა, მას მისცა საშუალება გათანაბრებოდა "თეთრების" ლეგენდა დი სტეფანოს 49 გატანილი გოლით (მაგრამ დი სტეფანოსგან განსხვავებით, რონალდუმ ეს 48 შეხვედრაში მოახერხა, მაშინ როცა დი სტეფანოს 58 თამაში დასჭირდა). გარდა აღნიშნულისა, მან ზედიზედ 11 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა (კარგად მეყოლე მესი!) და ერთ სეზონში 14 გატანილი გოლი დააგროვა ჯერჯერობით (კიდევ ერთხელ, კარგად მეყოლე მესი!) და ეს ყველაფერი თავის მე-100 ევროსატურნირო თამაშში. მან მოითხოვა ცვლილება, იმიტომ რომ მის მუხლებსაც სჭირდება დასვნება და მათაც აქვთ ზღვარი. კრის , დიდებამდე 51 დღეა დარჩენილი (ლისაბონში ფინალი). dle 10.1

  • shvela
  • 3 აპრილი 2014
  • 3041
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)