"ელ კლასიკო" [ფეხბურთელთა შეფასებები]

ტრადიციად ჩამოყალიბდა, თამაშის შემდეგ ფეხბურთელთა შეფასებებისათვის ერთი სტატიის მიძღვნა.ერთ-ერთ ესპანურ საიტზე "კლასიკოს" დამთავრების შემდეგ, სამეფო გუნდის ფეხბურთელების შეფასებები მოვიძიე (ქულებს დავტოვებ, როგორც არის, ხოლო კომენტარს ჩემი ინტერპრეტაციით გავაკეთებ).


მადრიდის "რეალის"

1. იკერ კასილასი [8 ქულა]
სამეფო გუნდის კარის დარაჯმა არც დღევანდელი "კლასიკო" დატოვა "სეივის" გარეშე.ერთ-ერთ ეპიზოდში კასომ ფაქტიურად ე.წ. "მკვდარი" ბურთი აუღო ლეო მესის.რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ამ საქმეში კასილასს ნაღდად არ მიუძღვის წვლილი.დანარჩენ ეპიზოდში, როგორც ყოველთვის დამაჯერებელი გახლდათ.

2. ალვარო არბელოა [6 ქულა]
"რეალის" კანტერანოსი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა "ბარსას" წინააღმდეგ.შეიძლება ითქვას, რომ ალვაროს არც ჰქონია დიდი სამუშაო.მან ერთ-ერთ ეპიზოდში ყვითელი ბარათი მიიღო და რამდენჯერმე ჩაშალა კატალონიელების მცდელობა, მარცხენა ფრთიდან იერიშის წამოწყებისა.

3. პეპე [9 ქულა]
პორტუგალიელი დაცვის ბურჯი, მართლაც რომ საუკეთესო იყო ამ შეხვედრაში.პეპე ძალზედ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ფაქტიურად უშეცდომო იყო.

4. სერიო რამოსი [6 ქულა]

ანდალუსიელი გარემარბი კარგად გამოიყურებოდა.პირველ ტაიმში მან არა ერთხელ შეუშალა ხელი "ბარსას" ფეხურთელებს შეტევის წამოწყებისა.ალბათ, ის უფრო მეტ ქულას იმსახურებს.

7. რაული [5 ქულა]
"ელ კაპიტანო" შეცვლაზე შემოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.როგორც ყოველთვის, ბოლომდე დაიხარჯა.

8. კაკა [7 ქულა]
ამ შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ კაკა პროგრესის გზას დაადგა.ბრაზილიელი სხვა თამაშებისაგან განსხვავებით, გაცილებით კარგად ასპარეზობდა.რიგ ეპიზოდებში გაამწვავა თამაში.

9. კრიშტიანუ რონალდუ [7 ქულა]
პირველ ტაიმში "ის" გოლი რომ გაეტანა პორტუგალიელს, ალბათ, ახლა მის გვერდით 10 ქულას მივუწერდი.რონალდუ როგორც ყოველთვის, ძალზედ აქტიური იყო.რამდენჯერმა საკუთარ "ხაფანგზეც" წამოაგო "ბარსას" მცველები.

10. ლასანა დიარა [8 ქულა]
ფრანგი საყრდენი ნახევამრცველი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს."ბარსას" პასიურობა შეტევაში, ერთობ მისი დამსახურებაცაა.ბოლო წუთზე ფეხბურთელი მოედნიდანაც კი გააძევეს.

11. ქარიმ ბენზემა [6 ქულა]
"ლიონის" ყოფილი მეგოლე მეორე ტაიმში შემოვიდა მოედანზე.თამაში გაამწვავა, თუმცა ვერც მან შეძლო გადამწყვეტი ეპიზოდის დაგვირგვინება.

13. მარსელო [2 ქულა]
ალბათ, დამეთანხმებით რომ სრულად შეეფერება აღნიშნული ქულა მარსელოს თამაშს "კლასიკოში."მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა ერთი-ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენა, საერთოდ შეუმჩნეველი იყო მოედანზე.ბრაზილიელმა აშკარად ვერ შეასრულო მწვრთნელის დავალება.

18. რაულ ალბიოლი [7 ქულა]
ესპანეთის ნაკრების მცველის თამაშიც ურიგო ნამდვილად არ იყო.ვფიქრობ, აღნიშნული ქულა ნამდვილად დაიმსახურა.

20. პიპიტა [6 ქულა]
გონსალო იგუაინმა ვერაფერი მოახერხა "კლასიკოში." ამის მთავარ მიზეზად კი მიმაჩნია, მისი არასწორად გამწესება მოედანზე."ბარსას" წინააღმდეგ ის ცენტრ-ფორვარდი გახლდათ, რაც ალბათ, არგენტინელისათვის ყოვლადმიუღებელი პოზიციაა.

მანუელ პელეგრინი [6 ქულა]
მიუხედავად წაგებისა, პელეგრინის გაწვრთნილ გუნდში აშკარად იგრძნობა პროგრესი.თუ ისინი გააგრძელებენ ამავე ტემპში თამაშს, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)