"რეალი" VS "ბორუსია" [პრევიუ]

დღეს, "მადრიდის რეალი" და "დორტმუნდის ბორუსია" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუზე"


სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ"

მეტოქე: "დორტმუნდის ბორუსია"

ზედმეტსახელი: Die Borussen ; Die Schwarzgelben (შავები და ყვითლები) ; Der BVB (BVB)

მეტოქე კლუბის დაარსების წელი: 1909 წლის 19 დეკემბერი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (2008 წლიდან)

პრეზიდენტი: რეიჰანდ რაუბალი

გენერალური დირექტორი: ჰანს იოჰან ვაცკე

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა

მიმდინარე პოზიცია შიდა ჩემპიონატში: მე-2


"მადრიდის რეალს" დღეს ეძლევა შანსი, რომ შური იძიოს წინა წლის გამო.

ორივე მეტოქე ერთმანეთს წინა წელს დაუპირისპირდა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ასევე 1/2 ფინალებში, სადაც რობერტო ლევანდოვსკის პოკერის წყალობით გასვლაზე "თეთრები" დორტმუნდელებმა 4:1 ანგარიშით დაამარცხეს, ხოლო "ბერნაბეუზე" მოგებული 2:0 შეხვედრა კი არაფრის მომტანი არ აღმოჩნდა.

წინა სეზონში, "მადრიდის რეალი" და "დორტმუნდის ბორუსია" ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს და იქაც ჯგუფში პირველ ადგილზე გერმანელები გავიდნენ, მოუგეს რა 2:1 შინ "მადრიდის რეალს", ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი ანგარიში 2:2 დასრულდა.

კლოპის შეგირდებმა 1/8 ფინალში გათამაშებას "ზენიტი" გამოთიშეს, რომელსაც 5:4 მოუგეს ორი მატჩის ჯამში, ხოლო "თეთრებმა" კი "შალკე" ორი მატჩის ჯამში 9:2 დაამარცხეს.

წინასამატჩო განცხადებები:


"მადრიდის რეალი" - კარლო ანჩელოტი


"კარგად გამოვიყურებით ამ ტურნირზე, ერთ-ერთი გუნდი ვართ, რომელსაც ჯერ მარცხი არ უგემია. ამ მატჩისთვის 100%-ით მზად ვართ.

"დორტმუნდს ლევანდოვსკი აკლიათ, რომელიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მათთვის. შეკრული გუნდია და მშვენივრად შეუძლიათ დაცვიდან შეტევაში თამაში. ყავთ ტრავმირებულები, მაგრამ ეს მათ სტილს არ შეცვლის. მომწონს მათი მთავარი მწვრთნელი. ფანტასტიკურ სამუშაოს სწევს. მან წინა წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, რაც ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი მიღწევაა."

"ვეცდებით შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვინაიდან დადებითი შედეგი გვესაჭიროება. ამასთან ერთად, დაცვის ხაზშიც უნდა ვიყოთ ყურადღებით, ვინაიდან კონტრშეტევები საკმაოდ სახიფათოა."

"დორტმუნდის ბორუსია" - იურგენ კლოპი


"არ ვარ ჯადოქარი, მაგრამ ამ სეზონში თავზე გადახტომა გვიწევს. ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს და ჩემი საქმეა, რომ ისინი უკეთესად ათამაშდნენ. ჩვენი ფებურთელები, რომლებსაც დიდი მომვალი აქვთ, სწორედ ასეთ შეხვედრებში იზრდებიან."

" "მადრიდის რეალი" ეხლა უფრო შეკრული და სახიფათოა. მათი თამაშის სიჩქარე გასაოცარია. "ბარსელონა", "მადრიდის რეალი" და "ბაიერნი" საუკეთესო კლუბებია. წინა წელს ჩვენ "მადრიდის რეალისთვის" ბარიერი ვიყავით და ანალოგიურის განმეორებას ვეცდებით წელსაც."

"განმეორებითი შეხვედრის სახლში ჩატარება ცოტა უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ ვშიშობ, რომ "მადრიდის რეალი" ამ დაპირისპირების ბედის გადაწყვეტას აქ ეცდება. მათი ძალიან ბევრი თამაში მაქვს ნანახი და არასდროს არ კმაყოფილდებიან მხოლოდ ერთ გატანილ გოლზე. გასაოცარი ხარისხი აქვთ. თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, შანსი გვექნება"

კლუბების ამბები


"რეალი" VS "ბორუსია" [პრევიუ]


"მადრიდის რეალი"


მარსელო ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერცერთ დაპირისპირებაში ტრავმის გამო, რაც ანჩელოტის გადაწყვეტილების მოძიების ვალდებულების წინაშე აყენებს: "კოენტრაუ მზადაა სათამაშოდ" - განაცხადა ანჩელოტიმ. "ის არ არის დაღლილი, დიდი ხანია არ უთამაშია და მარსელოს დანაკლისს მშვენივრად ამოავსებს"- დასძინა ბოლოს.

"დორტმუნდის ბორუსია"


ლევანდოვსკი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს შეხვედრას. სუბოტიჩი, შმელცერი, ბანდოვსკი, ბენდერი, გუნდოგანი და ბლაშიკოვსკი ტრავმირებულები არიან. პიშეკს მცირე ტრავმა აქვს და მიიღებს თუ არა მონაწილეობას შეხვედაში უცნობია.

განვლილი უქმეების შედეგები შიდა ჩემპიონატში


"მადრიდის რეალი"


შაბათი: "მადრიდის რეალი" 5:0 "რაიო ვალეკანო" (რონალდუ 15, კრვახალი 55', ბეილი 68-70, მორატა 78')

შემადგენლობა: López; Carvajal, Pepe, Ramos, Coentrão; Illarramendi (Isco 62), Alonso, Di María (Casemiro 70); Bale, Benzema (Morata 73), Ronaldo.

• ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, ანჩელოტის შეგირდები მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "მადრიდის ატლეტიკოს"

"დორტმუნდის ბორუსია"


შაბათი: "შტუტგარტი" 2:3 "დორტმუნდის ბორუსია" (გენტარი 9', ჰარნიკი 19', როისი 30', 68', 82')

შემადგენლობა: Weidenfeller; Grosskreutz, Papastathopoulos, Hummels, Durm; Kehl, Kirch (Aubameyang 60); Hofmann (Jojić 76), Mkhitaryan (Sahin 60), Reus; Lewandowski.

• მარკო როისმა თავისი მესამე ჰეთრიკი შეასრულა ბუნდესლიგაში.

კლუბების სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე


"რეალი" VS "ბორუსია" [პრევიუ]


მატჩის ფაქტები


უეფას სტატისტიკა და ინფორმაცია


"მადრიდის რეალი"


• მეოთხე სეზონია "თეთრები" ზედიზედ გადიან უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.

• "მადრიდის რეალი" ერთ-ერთია ორი კლუბიდან (მეორე "მადრიდის ატლეტიკოა"), რომელსაც ამ ტურნირზე ჯერ მარცხი არ უგემია, "თეთრებმა" მეტოქეთა კარი 29-ჯერ დალაშქრეს. ასევე გაიმეორეს ჯგუფური ეტაპის რეკორდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" (1998/99) და "ბარსელონას" (2011/12) ეკუთვნოდათ 20 გატანილი გოლით;

• კრიშტიანო რონალდუსთვის შემდეგ გამოსვლა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, იქნება მე-100 კარიერაში. მას გატანილი აქვს 63 გოლი, მათ შორის 13 მიმდინარე წელს და ერთი გოლით ჩამორჩება მესის მიღწევას (14 გოლი ერთ სეზონში)

• რონალდუმ ჯგუფურ ეტაპზე ცხრაჯერ გაიტანა, რითაც რვა გოლიანი რეკორდი დაამხო, რომელიც რუდ ვან ნისტელროის (2004/05), ფილიპო ინძაგის და ერნარ კრესპოს (ორივე 2002/03) ეკუთვნოდათ. ანალოგიური შედეგი აქვს ზლატან იბრაგიმოვიჩს მიმდინარე სეზონში. რონალდუს ბოლო 25 ჩემპიონთ ლიგის მატჩში 32 გოლი დაუგროვდა.

• "მადრდის რეალს" ზედიზედ 32 ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი, რაც სარეკორდოა.

"დორტმუნდის ბორუსია"


• ლვანდოვსკი თავისი თვრამეტი გატანილი გოლით უკან იტოვებს სტეპან ჩაპუისატს და ხდება "დორტმუნდის ბორუსიას" ყველა დროის ყველაზე გამტანი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე;

საერთო ინფორმაცია


"მადრიდის რეალი"


• "მადრიდის რეალის" 31 წაუგებელ მატჩიანი სერია შეწყდა "ბარსელონასთან" 4:3 წაგებული შეხვედრისას 23 მარტს. "სევილიასთან" წინა ტურში 2:1 მარცხი მათთვის 2008/09 წლების სეზონის შემდეგ პირველი იყო, როცა ზედიზედ ორჯერ წააგეს.

• "მადრიდის რეალი" ინარჩუნებს კლუბის რეკორდს მშრალი სერიის მხრივ 6 იანვრიდან 28 იანვრამდე. იკერ კასილასს კი 952 წუთიანი მშრალი სერია ეკუთვნის.

• კარლო ანჩელოტის შეგირდები 16 აპრილს "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან კოპა დელ რეის ფინალში.

• ხესე როდრიგესი სეზონის ბოლომდე კლუბს ვერ დაეხმარება. სამი ხედირა და ალვარო არბელოაც ტრავმირებულები არიან. სამივეს მუხლი აწუხებთ.

• რონალდუმ ბოლო 43 გასვლით შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა ნაკრებისა და კლუბის ჩათვლით, მათ შორის ხუთი ჰეთრიკი;

"დორტმუნდის ბორუსია"


• შაბთს "დორტმუნდის ბორუსია" 2:0 აგებდა და მოგება მოახერხა, პირველად 2003 წელს "ჰამბურგთან" გამართული შეხვედრის შემდეგ. შაბთს კლუბს როისის ჰეთრიკი დაეხმარა.

• "დორტმუნდის" უგოლო ფრე "შალკესთან" 25 მარტს, პირველი უგოლო თამაში იყო ბუნდესლიგაში 2012 წლის ნოემბრის შემდეგ;

წინა შეხვედრები


• გუნდები 2012/13 წლებში ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. "დორტმუნდის ბორუსიამ" ჯგუფუ ეტაპზე 2:1 მოიგო შინ. მაშინ ლევანდოვსკიმ და შმელცერმა გაიტანეს გოლები, ხოლო "თეთრების" მხრიდან კი თავი რონალდუმ გამოიჩინა. ესპანეთში "დორტმუნდი" ორჯერ იგებდა მარკო როისისა და ალვარო არბელოას ავტოგოლის წყალობით, მაგრამ მადრიდელებმა ამას პეპესა და მესუთ იოზილის გოლებით უპასუხეს. საბოლოოდ ჯგუფში პირველ ადგილზე სწორედ გერმანელები გავიდნენ, მათი სამით მეტი ქულა დააგროვეს "თეთრებზე"

• გუნდები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ უკვე ნახევარფინალში. დორტმუნდში თამაში ლევანდოვსკის პოკერის წყალობით 4:1 მორჩა, შინ კი ბენზემას და რამოსის გოლებმა მასპინძლებს ვერაფერი ხეირი ვერ მიანიჭეს. იმ სეზონში გერმანული ფინალი გაიმართა, სადაც "დორტმუნდი" 2:1 დამარცხდა.

• კლუბების შემადგენლობები 2013 წლის 30 აპრილის შეხვედრაში ასეთი იყო:

"მადრიდის რეალი": López, Essien, Varane, Ramos, Coentrão (Kaká 57), Ronaldo, Özil, Alonso (Khedira 67), Modrić, Higuaín (Benzema 57), Di María.

"დორტმუნდის ბორუსია": Weidenfeller, Piszczek, Subotić, Hummels, Schmelzer, Błaszczykowski, Bender (Felipe Santana 90+1), Gündoğan, Götze (Grosskreutz 14), Reus, Lewandowski (Kehl 87).

• კარლო ანჩელოტის შეგირდებს შეუძლიათ მაგალითი 1997/98 წლების სეზონიდან აიღონ, როცა მორიენტესის და კარამებუს გოლების წყალობით "თეტრებმა" მეტოქე "ბერნაბეუზე" 2:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.

• 1998 წლის 1 აპრილს გუნდების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

"მადრიდის რეალი": Illgner, Panucci, Sanchís, Sanz, Roberto Carlos, Karembeu, Redondo, Seedorf, Mijatović (Šuker 51), Raúl, Morientes (Jaime 88).

"დორტმუნდის ბორუსია": Klos, Julio César, Binz, Kree, Reuter, Freund, But, Reinhardt, Ricken (Zorc 81), Chapuisat, Herrlich (Decheiver 47).

• ამჟამინდელი "დორტმუნდის ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხელ ზორჩი და ახალგაზრდა გუნდების კოორდინატორი ლარს რიცხენი ნავიო სკალას გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდნენ იმ დროს.

სხვადასხვა ფაქტები


• ბოლო რვა წლის მანძილზე "მადრიდის რეალი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა 1/4 ფინალში. წინა სამ წელს მათ ნახევარფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ იქ უკვე დამარცხდნენ.

• გერმანელი კლუბების წინააღმდეგ "მადრიდის რეალის" სტატისტიკა შემდეგია: 19 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება. "ბაიერნი" , რომელმაც 2000 და 2001 წლებში მოახერხა "თეთრების" დამარცხება, ერთადერთი გერმანული კლუბია, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმარჯვა. "მადრიდის რეალის" სტატისტიკა გერმანული კლუბების წინააღმდეგ ორმატჩიან დაპირისპირებაში შემდეგია: 12 მოგება და 8 წაგება.

• "დორტმუნდის" სტატისტიკა ესპანეთში ასე გამოიყურება: მოგება 1, ფრე 4 და წაგება 6. ეს ერთადერთი მოგება 1996/97 წლებში "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე თამაშისას დაფიქსირდა. ორმატჩიან დაპირისპირებებში კი დორტმუნდელებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ: მოგება 5, წაგება 2;

• ანჩელოტი ამ ტურნირის ოთხგზის გამარჯვებულია, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი. მისი მაჩვენებლები გერმანელების წინააღმდეგ ასე გამოიყურება: მოგება 5, ფრე 1 და წაგება 4;

"მადრიდის რეალის" და "დორტმუნდის ბორუსიას" ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკა:

"რეალი" VS "ბორუსია" [პრევიუ]


"მადრიდის რეალის" და "დორტმუნდის ბორუსიას" სტატისტიკა მოწინააღმდეგე ქვეყნის კლუბების წინააღმდეგ

"რეალი" VS "ბორუსია" [პრევიუ]


მსაჯთა კომიტეტი


მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

დამხმარე მსაჯები: სიმონ ბეკი (ინგლისი) და სტიუარტ ბარტი (ინგლისი)

დამატებით დამხმარე მსაჯი: მიშელ ოლივერი (ინგლისი), ლი რობერტი (ინგლისი)

მეოთხე მსაჯი: მიშელ მულარკეი (ინგლისი)

უეფას დელეგატი: პერტი ალახა (ფინეთი)

უეფას მსაჯთა დამკვირვებელი: ორგუს სარვანი (თურქეთი)

მნიშვნელოვანი ფეხბურთელების სტატისტიკა

"რეალი" VS "ბორუსია" [პრევიუ]
dle 10.1

  • shvela
  • 2 აპრილი 2014
  • 2249
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)